მობილური, ტკივილგამაყუჩებელი, პირბადე... - ნადალისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთები

AutoSharing Option
ავსტრალიაში ყოფნის დროს რაფაელ ნადალმა ერთ-ერთ ინტერვიუში იმ 9 ნივთზე ისაუბრა, რომელთა გარეშეც სიცოცხლეს ვერ შეძლებდა. ესპანელმა პირველი მობილური ტელეფონი დაასახელა.

მობილური ტელეფონი - მობილური ტელეფონი ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთია. რაფამ განაცხადა, რომ ყველაზე ხშირად WhatsApp-ის აპლიკაციას იყენებს.

ლეპტოპი - ტელეფონის შემდეგ - ლეპტოპი, რადგან საღამოს სერიალის ან ფილმის, ან თუნდაც საინფორმაციო გადაცემის ყურება მარტივადაა შესაძლებელი.

ჩოგბურთის ჩანთა - როგორც ყველა პროფესიონალ ჩოგბურთელს, რაფაელსაც მთელი თავისი ეკიპირება სულ თან უნდა ჰქონდეს, რისთვისაც ჩანთა  აუცილებელია.

სპორტული ტანსაცმელი - სპორტსმენისთვის, რა თქმა უნდა,
სპორტული ტანსაცმელი მნიშვნელოვანია.

ყოველდღიური ტანსაცმელი - თავისუფალ დღეებში, რა თქმა უნდა, ყოველდღიური ტანსაცმელიც საჭიროა.

ყურსასმენები - რაფა ელექტრონული მუსიკის დიდი მოყვარულია, ყურსასმენს კი ყოველთვის ყველგან ატარებს.

პასპორტი - ნადალი პასპორტს ყოველთვის თან ატარებს, "რა იცი, რაში დასჭირდეს".

ტკივილგამაყუჩებლები - როგორც გამოცდილ და სპორტული ასაკისთვის ხანში შესულ ჩოგბურთელს, გამაყუჩებლები სჭირდება, რადგან მისი ორგანიზმი ამდენ დატვირთვას ისე ვეღარ უძლებს, როგორც 20-25 წლის ასაკში.

პირბადე - კოვიდ 19-ის პანდემიის გამო პირბადის ტარება აუცილებელია. ამიტომ რაფასთვის ის მნიშვნელოვანია.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული