არის - ბასილაშვილმა ფედერერი დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისტორია დაწერა

დოჰას 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლეგენდარული შვეიცარიელი როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა, რომელიც 13-თვიანი პაუზის შემდეგ კორტს დაუბრუნდა. მატჩი საათსა და 51 წუთს გაგრძელდა.

პირველი სეტი ფედერერმა 6:3 მოიგო, მეორე ბასილაშვილმა - 6:1, გადამწყვეტ სეტში კი ნიკოლოზმა 7:5 იმარჯვა.

შეგახსენებთ, ხუთმატჩიანი წაგებათა სერიის შემდეგ ნიკოლოზმა ტურნირზე ავსტრალიელ ჯონ მილმანს (6:4, 6:2) და ტუნისელ მალექ ჯაზირს (6:2, 6:2) სძლია.

12 მარტს, ნახევარფინალში, ბასილაშვილი ამერიკელ ტეილორ ფრიტცს შეხვდება, რომელიც რეიტინგში 33-ე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 37 /
ეს კაცი კიდევ იმიტომაა დასაფასებელი, რომ დაცემის შემდეგ წამოდგომა მოახერხა
ლევანი
11 მარტი 2021 22:14
0
ყოჩაღ ნიკოლოზ. ერთი ათასად გექციოს მოგებები
ივან
11 მარტი 2021 23:05
0
შენს გამჩენს გაუმარჯოს!!!
ეს რა ქენი ნიკა! როგორ გაგვახარე ქართველები!!!
შენს მარჯვენას გაუმარჯოს და შენს კაცობას გაუმარჯოს!!!
პავლე
11 მარტი 2021 22:12
1
... სიხარული, ცრემლები ,გამარჯვების გრძნობა, ძალიან მაგარია!!!შენ გენაცვალე ნიკოლოზ!!! ეს რა ჰქენი ბიჭო???!!!, ეს როგორ გაახარე შენი ნამდვილი გულშემატკივარი, რომელსაც შენი ყოველთვის სჯეროდა, სჯერა და ბოლომდე გვერდზე გიდგას!!! გილოცავთ სუყველას, განსაკუთრებით ნიკას მშობლებს, ძმას და შვილს ლუკასს, რომელიც მთელი ცხოვრება იამაყებს, რომ მამამ ფედერერს მოუგო!!! ტეილორ ფრიტს ხვდება, რომელმაც შაპოვალოვს მოუგო!!! ნიკა შენი სიტყა თქვი დღეს ატპ ტურში!!! მადლობა და წარმატებები!!! ყველა ნიკას გულშემატკივარს გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს!!!
დათო
11 მარტი 2021 21:57
0
ვულოცავ ნიკოლოზს გამარჯვებას. გულშემატკივრებსაც რათქმაუნდა და თან მადლობა მინდა ვუთხრა 26 კომენტარის ავტორს, რომელთაგან არცერთმა არ ახსენა ერთი პიროვნება, რომელიც დარწმუნებული ვარ ქვეცნობიერად ყველამ გაიხსენა(ჩემი არ იყოს). უხსენებელს ხომ არ ახსენებენ.
emigranti
12 მარტი 2021 00:17
1
Ნიკა დაბრუნდა და დაბრინდა როგორ! Ბრავო!
Პ.ს.
Სიცხემ ამიწია ისე ვინერვიულე!
Irakli
11 მარტი 2021 22:16
1
უუუფ. ამდენი ნეგატივის ფონზე ძლივს ერთი პოზიტივი, თანაც როგორი.
წინ ნიკოლოზ. გაიხარე ...
giabar
11 მარტი 2021 21:57
1
შენ გქვია საქართველოს ლომი ნიკა! ფედერერის მოგება ბევრს კი არ შეუძლია!
მწრთვნელი
11 მარტი 2021 22:37
0
ბრავო ნიკოლოზ! ეს ისტორიული გამარჯვებაა, მეამაყები რომ ქართველი ხარ!
c
11 მარტი 2021 21:53
0
ეს არის ქართული სპორტის ისტორიაში დაუვიწყარი გამარჯვება!მადლობა ნიკა
Ttt
11 მარტი 2021 21:51
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული