არის - ბასილაშვილმა ფედერერი დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისტორია დაწერა

დოჰას 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლეგენდარული შვეიცარიელი როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა, რომელიც 13-თვიანი პაუზის შემდეგ კორტს დაუბრუნდა. მატჩი საათსა და 51 წუთს გაგრძელდა.

პირველი სეტი ფედერერმა 6:3 მოიგო, მეორე ბასილაშვილმა - 6:1, გადამწყვეტ სეტში კი ნიკოლოზმა 7:5 იმარჯვა.

შეგახსენებთ, ხუთმატჩიანი წაგებათა სერიის შემდეგ ნიკოლოზმა ტურნირზე ავსტრალიელ ჯონ მილმანს (6:4, 6:2) და ტუნისელ მალექ ჯაზირს (6:2, 6:2) სძლია.

12 მარტს, ნახევარფინალში, ბასილაშვილი ამერიკელ ტეილორ ფრიტცს შეხვდება, რომელიც რეიტინგში 33-ე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 37 /
კიარ დაამარცხა, დაჩაგრა მაესტრო ბავშვივით არბენინა :დ არადა 2 კვირის წინ რო გენახათ ბასილაშვილის თამაში იტყოდით მორჩა ამის ჩოგბურთიო, მოულოდნელობებით არის მოკლედ ცხოვრება სავსე)) დღესაც რაგააკეთა ლამის ძალით წააგო მესამე სეტში 4-5 30;15 ზე შუა გათამაშებაში გაჩერდა და ჩელენჯი მოითხოვა, არიყო გადასული 30;30 გახდა მერე კიდე ერთი ჩაუგდო ფედიამ და მატჩპოინტი ქონდა კარგია რო გადაარჩინა მოიგო გახადა 5-5 და მერე აქეთ დაუბრეიკა
შოთა
11 მარტი 2021 21:48
2
მიდი ბასე, გაგიმარჯოს გამჩენმა. კაი რასკლადი გაქ და ფინალის მოგებაც შეგიძლია. ამას ქვია დაბრუნება
ლ.მ
11 მარტი 2021 21:48
1
ყოჩაღ და წარმატებები!
რატი
11 მარტი 2021 21:48
0
რა გაურჭო ბიჯოოოოოო! მაგარ ხოდზე იყო ბასილა! გააოგნა ფედია!
მწრთვნელი
11 მარტი 2021 21:48
1
ჯიგარი ხარ და თუ რატომ ყველა ტენისის მოყვარული გაიგებს წარმატებები ნიკოლოზს
გიო
11 მარტი 2021 21:47
0
გილოცავთ ყველას. ძალიან მაგრად ითამაშა ნიკოლოზმა და დამსახურებულად გაიმარჯვა. ბრავოო
ირაკლი
11 მარტი 2021 21:45
0
ძველი ნიკოლოზი დაგვიბრუნდა. გილოცავ და წარმატებები
გოგა
11 მარტი 2021 21:44
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული