გილოცავთ - ბასილაშვილმა დოჰას ტურნირი დამაჯერებლად მოიგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დოჰას საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 1 153 560) ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (42) ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი (13) ორ სეტში დაამარცხა. მატჩი საათი და 30 წუთი გაგრძელდა.

პირველი სეტი ნოკოლოზმა მეტოქეს ტაიბრიეკზე მოუგო, მეორე კი - 6:2. აღსანიშნავია, რომ მან წაგებათა 5-მატჩიანი სერიის შემდეგ ზედიზედ ხუთჯერ იმარჯვა და რეიტინგში 5 საფეხურით დაწინაურდება.

შეგახსენებთ, ბასილაშვილი აგუტს მეხუთედ შეხვდა და მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - კარიერაში ATP-ის ეგიდის მეოთხე ტურნირი მოიგო და 250 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

აქამდე ტურნირზე ნიკოლოზმა ავსტრალიელ ჯონ მილმანს
(6:4, 6:2), ტუნისელ მალექ ჯაზირს (6:2, 6:2,) შვეიცარიელ როჯერ ფედერერს (3:6, 6:1, 7:5) და ამერიკელ ტეილორ ფრიტცს (7:6, 6:1)) სძლია.

მკითხველის კომენტარები / 42 /
ნიკა , ეს ერთი და სხვა მრავალი .
-
13 მარტი 2021 21:27
0
ვსიო ბაიააააა!! მოხსნეს დოჰას ტურნირიდან!!! მეტს აღარ ითამაშებს!!!:-))))))
buba
13 მარტი 2021 21:06
1
ნეყასთან სასწრაფო გააგზავნეთ.გული შეუწუხდებოდა.არც ბაია იქნება კარგ დღეში.
master
13 მარტი 2021 21:26
2
ყველას გილოცავთ, ნიკოლოზ- კაცი ხარ კაცური.როგორც იქნა, ბოლო 10 წლის განმავლობაში რაღაც დადებითი და პოზიტიური მოხდა ჩვენს ცხოვრებაში ( ტალახაძე მაგ რანგში გადის)
ჟორა
13 მარტი 2021 21:15
0
გილოცავ ნიკოლოზ!!!! მე ის ერთ-ერთი გულშემატკივარი ვარ, რომელსაც არამარტო შენი სპორტული მიღწევები ანიჭებს ბედნიერებას, არამედ შენი პიროვნებაც.
თორნიკე
13 მარტი 2021 21:29
1
ყველას გილოცავთ!
შოკირებული გულშემატკივარი
13 მარტი 2021 21:05
1
"არის, ასრულდა ოცნება!
Არის, ასრულდა მიზანი!
Კიდევაც დაიზრდებიან
Ალგეთს ლეკვები მგლისანი!!!"
N
13 მარტი 2021 20:47
0
სა-ქა-რთვე-ლო
giorgi 3
13 მარტი 2021 21:03
0
შენი შვილისთვის ლუკასისთვის არის ეგ გამარჯვება ნიკოლოზ მიძღვნილი და არასდროს დაივიწყებს მთელი საქართველო ამას!
მწრთვნელი
13 მარტი 2021 20:59
0
შენ გაიხარე შენა ნიკოლოზ


BTC
13 მარტი 2021 21:02
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული