"ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა მისი წარ­მო­მავ­ლო­ბა ვერ მი­უ­თი­თა..." - ბასილაშვილის ადვოკატი

AutoSharing Option
სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექიმ­მა ცალ­სა­ხად გან­მარ­ტა, რომ ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის სხე­ულ­ზე აღი­ნიშ­ნე­ბო­და მხო­ლოდ მცი­რე­დი ეს­კო­რა­ცია კა­ნის აქერ­ცვლის სა­ხით; ის არ გა­ნიც­დი­და ტკი­ვილს და კი­თხვა­ზე, სა­ი­დან ჰქონ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა, ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა მისი წარ­მო­მავ­ლო­ბა ვერ მი­უ­თი­თა, - ამის შე­სა­ხებ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა თე­ო­ნა გვა­ზა­ვამ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­სა­მარ­თლო­ში გა­მოკ­ვლე­უ­ლი ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ცალ­სა­ხად ადას­ტუ­რებს, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან არა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, მისი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა და­დას­ტურ­დე­ბა.

"დღეს და­კი­თხუ­ლი არ­ცერ­თი მოწ­მე
ცალ­სა­ხად არ მი­უ­თი­თებს, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი არ ყო­ფი­ლან მომ­ხდა­რი ფაქ­ტის შემ­სწრე­ნი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექი­მის ჩვე­ნე­ბა, რო­მელ­მაც ცალ­სა­ხად გან­მარ­ტა, რომ ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის სხე­ულ­ზე აღი­ნიშ­ნე­ბო­და მხო­ლოდ მცი­რე­დი ეს­კო­რა­ცია კა­ნის აქერ­ცვლის სა­ხით; ის არ გა­ნიც­დი­და ტკი­ვილს და კი­თხვა­ზე, სა­ი­დან ჰქონ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა, ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა მისი წარ­მო­მავ­ლო­ბა ვერ მი­უ­თი­თა. ექი­მის ჩვე­ნე­ბი­დან ცალ­სა­ხად დგინ­დე­ბა, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან 2020 წლის 21 მა­ისს არა­ნა­ი­რი ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბა არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. თი­თო­ე­უ­ლი სხდო­მის შემ­დგომ კი­დევ ერთხელ დგინ­დე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა.

ბრალ­დე­ბის მხა­რეს ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე შე­უძ­ლია მოწ­მის სა­ხით გა­მო­ი­ძა­ხოს ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი. რო­გორც კი ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ჩა­მო­ვა და დარ­ბაზ­ში და­ეს­წრე­ბა საქ­მის არ­სე­ბით გან­ხილ­ვას. სა­სა­მარ­თლო­ში გა­მოკ­ვლე­უ­ლი ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ცალ­სა­ხად ადას­ტუ­რებს, რომ მისი მხრი­დან არა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, და­დას­ტურ­დე­ბა მისი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა", - აღ­ნიშ­ნა თე­ო­ნა გვა­ზა­ვამ.


alt"ნიკა გაღიზიანდა, რომ მისი სტუმრები წავიდნენ სახლიდან... ნეკას უთხრა, შენ აიძულეო" - რას იხსენებს დოროყაშვილის ნათესავი

altბასილაშვილის ადვოკატი: დოროყაშვილის ბიძაშვილმა განაცხადა, რომ ბასილაშვილის მხრიდან არასდროს განხორციელებულა ძალადობა მეუღლეზე

alt"ბასილაშვილმა ოცნების სახლი აიშენა, მოაწყო ყველანაირად და დაუტოვა..." - ახალი დეტალები ყოფილი წყვილის სკანდალურ საქმეში


მკითხველის კომენტარები / 8 /
სანამ ვიღაც ბაიას ნაირი ინტრიგნები იარსებებენ იქამდე ესეთი ამბები ქალების მხრიდან ბევრი იქნება, მითუმეტეს შეძლებულ ოჯახებში
giga
14:46 31-03-2021
2
ბაია პატარაია ვერ გევიგე?! კიდევ ერთხელ გაილუზერა თავი ქალბატონმა ბაიამ
0

სიახლეები პოპულარული