ბასილაშვილმა შტრუფი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიკოლოზ ბასილაშვილმა (37) კალიარის 250-ქულიანი ტურნირის 1/4 ფინალში მეხუთე ნომრად განთესილ გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს (41) 7:5, 4:6, 6:3 სძლია. მატჩი საათი და 34 წუთი გაგრძელდა.

ბასილაშვილი და შტრუფი აქამდე ხუთჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ქართველ ჩოგბურთელს ორი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული. ასე რომ, ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გათანაბრდა.

ბასილაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, მეორე წრეში სლოვაკი იოზეფ კოვალიკი (128) სამსაათიან მატჩში 4:6, 6:4, 7:5 დაამარცხა, 10 აპრილს ნახევარფინალში კი უნგრელ ლასლო ჯერეს (57) შეხვდება, რომელმაც სამ სეტში იტალიელ ლორენცო მუსეტის მოუგო.

მკითხველის კომენტარები / 23 /
მართალია ,ბევრად ვერ ვერკვევი ჩოგბურთში,მაგრამ ,მთავარი ისაა,ძალიან მიხარია.
სულ წარმატებები.
გულშემატკივარი
15:32 10-04-2021
0
"პეტრუშკა" პატარაია იგვიანებს
dato
12:28 10-04-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული