ნიკოლოზ ბასილაშვილი (37) კალიარის 250-ქულიანი ტურნირის ნახევარფინალში უნგრელ ლასლო ჯერესთან (57) 2:6, 0:6 დამარცხდა. მატჩი 53 წუთი გაგრძელდა.
ბასილაშვილი აქამდე ჯერეს 4-ჯერ დაუპირისპირდა და ურთიერთშეხვედრების ანგარიში 2:2 იყო, მეხუთე მატჩში კი უნგრელმა დამაჯერებლად იმარჯვა.
ბასილაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, მეორე წრეში სლოვაკ იოზეფ კოვალიკს (128), ხოლო მესამეში გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს (41) სძლია.
ნიკოლოზი მონტე კარლოს ტურნირზე გადაერთვება, სადაც მისი მეტოქე სერბი ფილიპ კრაინოვიჩი იქნება.
პ.ს. ისე მათთვის, ვინც ჩოგბურთს და ბადმინტონს ძლივს არჩევს ( გუშინ ერთმა დაწერა ნიკაზე , ეს რა ჩოგბურთლია ბურთს ბადეს იქეთ ვერ აგდებსო!!! გესმით , სად არის საერთოდ??!!!) დაიწყო მონტე-კარლოს მასტერსი და ადევნთ თვალი მატჩებს!!! მარტო ანგარიშების ნახვა არ არის საკმარისი!!! ახლა წვიმა წამოვიდა და დრიებით შეჩერდა შეხვედრები!!!