ნიკოლოზ ბასილაშვილის თავს ახალი სკანდალია - ქართველ ჩოგბურთელს კიდევ ერთი პიროვნება უჩივის

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო ახალი სკანდალი აგორდა.

sports.ru-ს ინფორმაციით, ჩვენებურს ყოფილი ინვესტორი უჩივის, რომლის ვინაობაც არ სახელდება.

როგორც ყოფილი ინვესტორი ირწმუნება, მან დიდი წვლილი შეიტანა ბასილაშვილის კარიერულ წარმატებაში, სანაცვლოდ კი ტურნირებიდან საპრიზო თანხის გარკვეული ნაწილი უნდა მიეღო, რაც ქართველმა სპორტსმენმა არ გააკეთა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ საქმის განხილვა საქართველოს სასამართლოსა და საერთაშორისო არბიტრაჟში უახლოეს მომავალში დაიწყება.

როგორც იცით, ბასილაშვილს ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილიც უჩივის, რომელიც ძალადობას ედავება.
მკითხველის კომენტარები / 20 /
მგონი რომ ადრეა ნერვიულობა, სპორტს რუმ რაღაცა დაწერა არ ნიშნავს, რომ მართლა ასე ხდება და ნიკას ვინმე უჩივის, თან ძალიან არარეალურადაც ჟღერს ეს ბრალდება!
მოკლედ დიდი იმედი მაქვს, რომ ამ სადარდებელს მაინც აცდება ნიკა.
ჩვენი მხარდაჭერა და დიდი წარმატებები ნიკას!
Irakli
15 აპრილი 2021 17:16
2
ალბათ, ის ყოფილი ცოლიც მაგათ მიუგზავნეს.ისე ჩუმად გაშორდნენ ,არავის გაუგია და 1 წლის შემდეგ რა მოხდა. მერე გადაირია ეს გოგო?
გულშემატკივარი
15 აპრილი 2021 23:26
2
ამდენი მავნე რომ არა რამდენ ტურნირს მოგებდა, გვასახელებდა, წინ წავიდოდა ერი, ბირჟას სპორტს რამდენი არჩევდა...
ირაკლი
16 აპრილი 2021 13:48
5
ვიღაც ხვთისნიერმა აიღოს თავის თავზე და შექმნას ბასილაშვილის დამცავი ჯგუფი. ამხელა სპორტსმენი გვყავს, მსოფლიოს მნიშვნელობის და ასე საჯიჯგნად რომ გვყავს მიგდებული, შეიძლება?
გურამ
18 აპრილი 2021 12:57
0
თუ რაიმე ხელშეკრულება მართლაც აქვს დადებული, მაშინ ცხადია უნდა შეასრულის კიდეც...
gio
15 აპრილი 2021 14:56
26
ფულის, რომ იკრეს ეხლა გაახსენდათ, ამ დოროყვას კლასტერებს? ნიკამ ხელშეკრულობა შეასრულოს არა იხვის ტოლმა რა!
ნუგო
15 აპრილი 2021 17:36
4
რაც არ უნდა იყოს მას ფასდაუდებელი ღვაწლი აქვს გაკეთებული ქართული სპორტის ისტორიაში და ზოგადად საქართველოსათვის სხვა დანარჩენი უკვე უმნიშვნელოა გავა დრო და მისი სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაში. წარმატებები ნიკას .
ქართველი
21 აპრილი 2021 17:10
0
საქართველოს სასახელო ვაჟკაცია ნიკა და რაც არ უნდა მოხდეს ასეთად დარჩება სხვა ყველაფერი ფუჭია .
გიო
21 აპრილი 2021 16:59
0
ნიკოლოზ ბასილაშვილზე ევროპულ საჩოგბურთო სივრცეში სერიოზული ეჭვები არსებობდა, რომ ის თამაშებს ჰყიდდა.

ამ თემას, თუ არ ვცდები, თქვენი პორტალიც შეეხო შარშან თუ შარშანწინ.

დაგუგლეთ საკმაოდ სერიოზული გამოცემები წერდნენ ამაზე.
სიმართლე
15 აპრილი 2021 16:30
64

სიახლეები პოპულარული