ბასილაშვილის მეტოქე მისთვის საკმაოდ კარგად ნაცნობი, ფრანგი ჯერემი შარდია. ბოლოს ისინი ნიკოლოზისთვის წარმატებულ, ჰამბურგის ტურნირის 1\4-ფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ქართველმა მეტოქეს უშანსოდ სძლია. აი, მანამდე გამართულ ორივე დაპირისპირებაში კი ფრანგმა იმარჯვა.
ბოლოდროინდელი არასტაბილური ასპარეზობის მიუხედავად, კვალიფიკაციაში ბასილაშვილი 17 საფეხურით წინაა მეტოქეზე (36-ე). წარმატების შემთხვევაში მისი მომავალი მეტოქე კანადელი, რეიტინში მე-13 ადგილზე მყოფი, დენის შაპოვალოვი იქნება.
ბასილაშვილისა და შარდის შეხვედრა 19 აპრილს, თბილისის დროით 13 საათზე დაიწყება.
ბასილაშვილი ყველაზე პრესტიჟულ მასტერსს იწყებს!