ბასილაშვილი ბარსელონაში, ნაცნობ მეტოქესთან...

AutoSharing Option
ერთ-ერთ უძველეს, ბარსელონას ATP-ის 500-იან თიხის ტურნირზე, სადაც გენიალურ ესპანელ რაფაელ ნადალს  11-ჯერ გაუმარჯვია, დღეს ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ  ბასილაშვილი ჩაებმება.

ბასილაშვილის მეტოქე მისთვის საკმაოდ კარგად  ნაცნობი, ფრანგი ჯერემი შარდია.  ბოლოს ისინი ნიკოლოზისთვის წარმატებულ, ჰამბურგის ტურნირის 1\4-ფინალში  დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ქართველმა მეტოქეს უშანსოდ სძლია. აი, მანამდე გამართულ ორივე დაპირისპირებაში კი ფრანგმა იმარჯვა.

ბოლოდროინდელი არასტაბილური ასპარეზობის მიუხედავად, კვალიფიკაციაში ბასილაშვილი 17 საფეხურით წინაა მეტოქეზე (36-ე). წარმატების შემთხვევაში მისი მომავალი მეტოქე  კანადელი, რეიტინში მე-13 ადგილზე მყოფი, დენის შაპოვალოვი იქნება.

ბასილაშვილისა და  შარდის შეხვედრა 19 აპრილს, თბილისის დროით 13 საათზე დაიწყება.

altბასილაშვილი ყველაზე პრესტიჟულ მასტერსს იწყებს!

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული