"მარტო საპრიზო ჰონორარიდან, ბასილაშვილს 1,5 მილიონი დოლარი აქვს გადასახდელი" - რას ამბობს ირაკლი კაჭარავას ადვოკატი სკანდალურ საქმეზე

AutoSharing Option
ბიზნესმენ ირაკლი კაჭარავას სარჩეილი სასამართლომ წარმოებაში მიიღო. როგორც იცით, ის ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აბრალებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულა და მისი კარიერიული შემოსავლებიდან გარკვეული თანხა ეკუთვნის.

ჩვენ კაჭარავას ადვოკატ მარიკა არევაძეს დავუკავშირდით და საქმის დეტალების გარკვევას მაქსიმალურად შევეცადეთ.

"სასამართლოში საქმე უკვე შესულია და წარმოებაში მიღებულია. ველოდებით მოპასუხეს და ამის შემდეგ უკვე ჩაინიშნება სხდომა.

ერთ ნიუანსზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ჩვენ ბასილაშვილს ვედავებით სახელშეკრულებულო ვალდებულის შეუსრულებლობას.

სამწუხაროდ, ჟურნალისტების მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკოლოზს სისხლის სამართლის დანაშაულს ვედავებით, ან გამოძალვას, ან მითვისებას,
რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ჩვენ ადვოკატებმა ამის შესახებ ინფორმაციაც გავავრცელეთ და არ მინდა, რომ ხალხი შეცდომაში შევიდეს.

2017 წლიდან დაიწყო ბასილაშვილის მხრიდან ვალდებულის შესრულების ამოქმედება და მას 2020 წლის ჩათვლით ჰქონდა ვადა, რომ ის შეესრულებინა.

რა თქმა უნდა, თავდაპირველად სასამართლოში არავინ გარბის და საჩივარს არავინ წერს. კაჭარავა ჩივილამდე ბასილაშვილს სთხოვდა ვალდებულის შესრულებას, თუმცა მან ეს არ გააკეთა და შემდეგ ბატონი ირაკლი კაჭარავა იძულებული გახდა სასამართლოსთვის მიემართა.

ხელშეკრულებაში წერია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნიკოლოზი მსოფლიოს საუკეთესო ჩოგნები 50-ეულში მოხვდებოდა, მას უნდა დაეწყო ვალდებულის შესრულება.

მას ირაკლი კაჭარავასთვის საპრიზო ჰონორარებიდან 30%, ხოლო სარეკლამო შემოსავლიდან 50% უნდა გადაეხადა.

ATP-ის ოფიციალური მონაცემი ვიცით, თუ რამდენი აქვს გამომუშავებული ბასილაშვილს და აქედან გამომდინარე საპრიზო შემოსავლიდან ბატონი ირაკლი კაჭარავა მოითხოვს 1,5 მილიონ დოლარს.

ჩვენთვის უცნობია სარეკლამო ჰონორარების შინაარსი. ჩვენ სასამართლოში დაყენებული გვაქვს მოთხოვნილება, რომ ნიკოლოზმა წარმოადგინოს სარეკლამო შემოსავლების საბუთი, ამის მიხედვით შემდეგ დაზუსტდება ჩვენი სარჩელი.

ATP-სთვის ამ ეტაპზე არ მიგვიმართავს, თუმცა ბატონი ირაკლი კაჭარავა განიხილავს ამ მექანიზმებს. ჯერჯერობით მაქსიმალურად თავს ვიკავებთ, რადგან ნიკოლოის პროფესიული განვითარების მხრივ აისახება უარყოფითად.

ჩვენი მიზანი არ არის ბასილაშვილს კარიერაში ხელი შევუშალოთ, უბრალოდ გვინდა, რომ ხელშეკრულება შესრულდეს", - ამბობს მარიკა არევაძე.

მკითხველის კომენტარები / 21 /
არ გაუტრაკეს ამ კაცს საქმე?!
Giorgi
02 მაისი 2021 17:46
0
კაჭარავები და დოროყაშვილები არაადამიანები არიან, არავითარი ფულის მიცემა და გადახდა, მაგათ უნდათ ბასილაშვილის განადგურება ყველანაირად, არ გამოუვათ არასოდეს.
ხვიჩა
02 მაისი 2021 10:35
0
სოციალიზმი დროზე. ბიზნესი კი არა ციხე უბდა ახეხინო
STALIN
02 მაისი 2021 06:04
0
მილიონ ნახევარი სულ არ ექნება ნაშოვნი და უკვე 27 წლის არის, ესეთი რა ამაგი აქვს რომ მთელი ცხოვრება რასაც იშოვნიდა, მაგისთვის უნდა მიეტანა?))
Jeronimo
02 მაისი 2021 03:29
0
რავა ყველასი ბასილაშვილს მართებს, კიდევ გამოჩნდება ალბათ ვინმე რომელსაც ალბათ მისთვის ბავშვობაში ნაყინი აქვს ნაყიდი და იტყვის მე მას განვითარებაში დავეხმარეო. გამოაქვეყნონ ხელშეკრულება რადგანაც გაასაჯაროვეს ციფრები უნდა ითქვას ისიც თუ რატომ აქვს გადასახდელი.
ზაზა
01 მაისი 2021 21:15
1
რუსი კრიმინალების მეთოდია, ამასწინათ კასატკინას ინტერვიუ იყო სპორტს.რუ-ზე და იქ ახსნა. მოგცემენ ცოტა ფულს და მერე უნდათ რომ მთელი ცხოვრება 'გწველონ'. სასამართლომ ეგ კონტრაქტი თავზე უნდა გადაახიოს: 30%, 50% - უსინდისოები. რამდენი მისცეს თანხა ადვოკატი იმას რატომ არ ამბობს? წურბელები!
ნიკ
01 მაისი 2021 19:23
2
სასამართლო კი არა ქურდები ზონდერები კომუნისტები ან ტერორისტები რომ გაწეწონ გაპუტონ მაგათ
Gij
02 მაისი 2021 06:06
0
თუ შეუთანხმდი ამ კაბალურ პირობებზე, მაშინ ის უნდა შეასრულო რაზეც შეთანხმდი. იურიდიულად ასეადა ვერაფერს იზამ.
მოქალაქე
01 მაისი 2021 22:10
8
ამას სპონსორობას უძახიან?!ამას,სრულ("პოლნი") წილში ჩაჯდომას უძახიან და კაბალურ ხელშეკრულებას.ნიკამ ფული უნდა გამოიმუშაოს და მისი ნახევარი,კაჭარავას მისცეს,სავარაუდოდ,გადასახადები და მოგზაურობა მომზადების ხარჯები,მხოლოდ ნიკას წილიდან უნდა გავიდეს.ამას დოროყაშვილის ქალის მადა და წილიც დაამატეთ.ასეთ რამეს,მხედრიონის და ნაცების დროსაც კი ძნელად შეხვდებოდით.ერთი სიტყვით,ნიკას ყველზე და პურზე მოუწევს მთელი სიცოცხლე ცხოვრება,მაგათ მადას თუ დაჰყვა.
სოსო
01 მაისი 2021 19:09
1
.,. მოიგოოო!!! ფინალშია!!! ყოჩაღ და მადლობა ნიკას!!!
დათო
01 მაისი 2021 18:42
0
კი, გამოძალვაში თქვენ დაგადანაშაულებენ. საქართველოში ვის ნახავ 1,5 მილიონით დაგაფინანსოთ ბავშვებს ელემენტარულ ოპერაციებს ვერ უკეთებენ.
dsag
01 მაისი 2021 18:38
1
დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ ნეგატიური სტატიები ბასილაშვილზე, საეჭვოდ ემთხვევა მის ტურნირებს... მაინტერესებს, გიკვეთავთ ვინმე?
ქართველი888
01 მაისი 2021 16:15
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული