მიუნხენის 250-ქულიანი ტურნირის ნახევარფინალური მატჩი ნიკოლოზ ბასილაშვილსა და სლოვაკ ნორბერტ გომბოსს (95) შორის პირველი სეტისას წვიმის გამო მაშინ შეწყდა, როდესაც ქართველი ჩოგბურთელი 5:4-ს იგებდა.
მატჩი 1-ელ მაისს გაგრძელდება და გომბოსის ძლევის შემთხვევაში, ნიკოლოზი ნორვეგიელ კასპერ რუუდსა და ავსტრალიელ ჯონ მილმანს შორის გამარჯვებულს შეხვდება. მათი შეხვედრაც წვიმის გამო პირველი სეტის შემდეგ შეწყდა, რომელიც ნორდმა 6:3 მოიგო.
ბასილაშვილმა პირველ წრეში ბრაზილიელი ტიაგო მონტერიო (78) 6:2, 6:3, ხოლო მეორეში კოლუმბიელი დანიელ რივეროსი (114) 6:4, 6:2 დაამარცხა.