დარია თუ ავდარია, ნიკა მაგარია - ბასილაშვილი ფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიკოლოზ ბასილაშვილმა (35) გუშინ წვიმის გამო გადადებული მიუნხენის 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალური მატჩი სლოვაკ ნორბერტ გომბოსთან (95) დღეს გააგრძელა და საათსა და 26 წუთში 6:4, 6:4 გაიმარჯვა.

ამის შემდეგ ნიკოლოზი დღესვე ნახევარფინალში ნორვეგიელ კასპერ რუუდს (24) შეხვდა, რომელმაც 1/4 ფინალში ავსტრალიელი ჯონ მილმანი 6:3, 6:4 დაამარცხა და ქართველმა ჩოგბურთელმა ისევ ორ სეტში სძლია მეტოქეს - 6:1, 6:2  (საათსა და 12 წუთში) და ფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, ბასილაშვილმა  პირველ წრეში ბრაზილიელი ტიაგო მონტერიო (78) 6:2, 6:3, ხოლო მეორეში კოლუმბიელი დანიელ რივეროსი (114) 6:4,
6:2 დაამარცხა.

2 მაისს, ფინალში ნიკოლოზი, რომელსაც მიმდინარე ტურნირზე არც ერთი სეტი არ წაუგია,  გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს (44) დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში ბელარუსი ილია ივაშკო დაამარცხა. მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 29 /
სვლა მორიგი ტიტულისათვის! წარმატებები ნიკოლოზს.
ვახო...
01 მაისი 2021 21:58
2
წარმატებები ნიკას!
დიდი მადლობა დიდი სიხარული რომ მოგვანიჭე.
მოუთმენლად ველოდებით ფინალს.

თედო
01 მაისი 2021 20:56
1
ნიკა, დიდი მადლობა საქართველოს გახარებისათვის.... გფარავდეთ უფლის აღდგომის მადლი...
მეგობრები, მოდით იმ ქალებს ნუღარ ვახსენებთ... უფალმა შეუნდოთ...
გიორგი 50
01 მაისი 2021 19:32
0
ნიკა,დიდი მადლობა აღდგომის წინა საღამოს ასეთი ენერგიით და სიხარულით რომ დაგვმუხტე.
ლადო
01 მაისი 2021 20:02
0
დაუჯერებლად დამაჯერებელია ბასილაშვილი, ფინალსაც მიაყოლებს ნახავთ!!!
მინდია
01 მაისი 2021 18:58
1
ვახ შენ გენაცვალე ნიკოლოზ!!! დღეს იფრინა კორტზე!!! კასპერი, ატპ 24, დღეს ერთ -ერთ ძლიერ ჩოგბურთლად ითვლება და მაგარია,რომ ასე ადვილად მოუგო!!! ძალიან გაგვახარე და ხვალინდელ შეხვედრაში წარმატებას გისურვებთ შენი ნამდვილი გულემატკივრები!!!
დათო
01 მაისი 2021 18:49
0
... ხვალ ფინალია, მთავარია შტრუფს ეისები არ უნდა წაუვიდეს!!! 3- ში იწყებს მადრიდის მასტერს და ხვდება ბენუა პერს!!! აი შემდეგ, ბადეში არის ციციპასი!!! წარმატებები ნიკას!!!
დათო
01 მაისი 2021 19:17
0
მაგარ ფორმაშია და დადებს ტიტულს
გოგა
01 მაისი 2021 19:25
0
გერმანელებს დაანახა კიდევ ერთხელ, რა კლასის სასიძო ვარო.:)
შიგ ჰაი კლასის მიუნხენის მიწაზე, სეტწაუგებლად მაგარია.
ჰამბურგში კი იცნობენ და იცნობენ ბასილას!
მიდი ბასიიიილ, გვიყვარხაარ!
გოგლიკო
01 მაისი 2021 19:19
0
ბაია პატარაიას ეტკინა თუ ეწყინა?
გოგა
01 მაისი 2021 19:02
1
... ვისაც არ გაგეხარდათ, ,, რაზგონით" კილიმანჯაროდან!!!))) ნელი, კილიმანჯარო იგივე ევერესტია!!! ევერესტი ვინ))) არის??? ეგ ბაიასთან გაარკვიე!!!)))
დათო
01 მაისი 2021 20:01
1
...ევერესტი , არ იწვალო დოროყ, არის ჯომოლუნგმა!!!))) ჯომოლუნგმა ვინ)) არის???!!!))) ახლა ოოო!!!
დათო
01 მაისი 2021 20:28
1
წარმატებით გევლოს, შინ თუ გარეთ!!!
ნებისმიერ საქმეში გამარჯვებული გამყოფოს ღმეღმერთმა!!!
გიორგი
01 მაისი 2021 20:34
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული