ბრწყინვალეა - ბასილაშვილმა მიუნხენის ტურნირი სეტწაუგებლად მოიგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიკოლოზ ბასილაშვილმა (33) მიუნხენის 250-ქულიანი ტურნირის ფინალში გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს (44) 6:4, 7:6 სძლია და გამარჯვებული გახდა. მას მეტოქის დასამარცხებლად საათი და 28 წუთი დასჭირდა.

პირველი სეტისას, რომელსაც ბასილაშვილი 4:2-ს იგებდა, მატჩი წვიმის გამო შეწყდა, თუმცა შემდეგ გაგრძელდა და ქართველი ჩოგბრურთელი 1:0 დაწინაურდა, მეორე სეტი 7:6 მოიგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ბასილაშვილმა 250 სარეიტინგო ქულა და 21 655 ევრო გამოიმუშავა, ხოლო განახლებულ რეიტინგში მსოფლიოს 29-ე ჩოგანი გახდება.

ის ATP-ის ტურნირზე ფინალში მეშვიდედ გავიდა და ხუთჯერ იმარჯვა - ბოლოს წელს დოჰაში.

ფინალამდე ბასილასვილმა ბრაზილიელი ტიაგო მონტერიო (78), კოლუმბიელი დანიელ რივეროსი (114), სლოვაკი ნორბერტ გომბოსი (95) და ნორვეგიელი კასპერ რუუდი (24) დაამარცხა - ყველა ორ სეტში.

ნიკოლოზი ამის შემდეგ მადრიდის "მასტერსზე" იასპარეზებს, სადაც მისი პირველი მეტოქე ფრანგი ბენუა პერი (35) იქნება.

მკითხველის კომენტარები / 23 /
250 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავაო და ძალიანაც კარგი, მაგრამ საპრიზო თანხის შესახებ წერა სხვის ჯიბეში ფულის თვლას ჰგავს
leo
03 მაისი 2021 13:27
3
...ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ყველას გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!!!დიდი მადლობა უფალო, რომ შეეწიე ნიკოლოზს და დაეხმარე გამარჯვებაშო!!! დიდი მადლობა ნიკოლოზ ჩვენი გახარებისათვის!!! ბრწყინვალედ ჩატარებული ტურნირო!!! გილოცავთ ბ- ნო ნოდარ , თქვენს მეუღლესთან ერთად!!! ბედნიერებაა, , როდესაც ერთი შვილი თამაშპბს და მეორე შვილი ტრიბუნიდან გულშემატკივრობს ძმას!!! თენგო გილოცავ და თხოვნა მაქვს, იარე ნიკოლოზთან ერთად ყველა ტურნირზე!!!))) ნიკას ყველა გუკშემატკივარს გილოცავთ ნიკას გამარჯვებას , თან ამ ბრწყინვალე დღეს!!!! ქრისტე აღდგა!!!
დათო
03 მაისი 2021 11:08
0
მშვენიერი სააღდგომო საჩუქარი საქართველოს! მადლიერება და წინ ახალი წარმატებები!
ირაკლი
03 მაისი 2021 09:09
0
ნიკა გილოცავ ამ საღღდგომო გამარჯვებას! ქართველებში სტალინის შემდეგ მეორე კაცი ხარ ვინც გერმანელი გერმანიაში დაამარცხა! ახლა ომში გამარჯვების დღესასწაული 9 მაისი მოდის! ეს ჩვენთვის ასაკში მყოფი ქართველებისათვის კარგი საჩუქარია! წარმატებები მომავალ ტურნირებში!
aburjga
03 მაისი 2021 08:04
3
ბრავო ნიკოლოზ! კიდევ მრავალჯერ გაგეხარებინოს შენი ქვეყანა.
ვახო
02 მაისი 2021 23:16
0
უხხ შენ გენაცცალე! მაგრად გაახარე მთელი საქართველო, მალე დაგვენახე BMW-თი თბილისის ქუჩებში
ლევანი
02 მაისი 2021 22:36
0
ასე გააგრძელე, წარმატებები.
კოტე ბრეგვაძე
02 მაისი 2021 21:42
0
ეს ბეემვეც აჩუქეს?
????
02 მაისი 2021 21:33
0
გენაცვალე, ეგრე გააგრძელე!
ირაკლი
02 მაისი 2021 21:22
0
ბრავო ნიკა!!!!!
Geo
02 მაისი 2021 20:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული