ფავორიტი ბასილაშვილი - სკანდალურ მეტოქესთან, ციციპასის მოლოდინში...

AutoSharing Option
BMW Open-ზე გამარჯვების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი ახალ ტურნირში ჩაებმება - მადრიდის 1000-იან მასტერსზე პირველ შეხვედრას 31 წლის ფრანგ ბენუა პერისთან გამართავს.

ბასილაშვილის დღევანდელი მეტოქე საკმაოდ სკანდალური სპორტსმენია და მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოს ისეთი პროტესტიც გამოუთქვამს, მკაცრად რომ დაუსჯიათ. ერთი პერიოდი კლასიფიკაციაში უფრო მაღლაც იყო, ამჯერად კი 35-ეა.

ნიკოლოზი და ბენუა ერთმანეთს ოთხჯერ დაუპირისპირდნენ. ქართველმა ჩოგბურთელმა მხოლოდ უკანასკნელ, 2019 წლის შანხაურ შეხვედრაში იმარჯვა.

წყვილში საუკეთესოს შემდეგ ეტაპზე სერიოზული გამომცდელი ეყოლება - საერთო კლასიფიკაციაში მეხუთე ადგილზე მყოფი, 22 წლის ბერძენი სტეფანოს ციციპასი.

ბასილაშვილისა
და პერის შეხვედრა 4 აპრილს, თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება.

altბრწყინვალეა - ბასილაშვილმა მიუნხენის ტურნირი სეტწაუგებლად მოიგო! [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 12 /
ეს ათასიანი ტურნირი მოიგე ნიკუშ და მე ვიყო არაკაცი ცხოვრებაში თუ ერთი ღერი სიგარეტი მოვწიო
Leon
22:52 02-05-2021
1
... ბენუა პერი კარგი მოთამაშეა, მაგრამ ბოლო პერიოდის განმვლობაში ექვსი შეხვედრაა აქვს ზედზედ წაგებული!!! სულ აპროტესტებს სხვადასხვა რაღაცეებს, საპრიზო თანხების შემცირებას, კოვიდტესტებს, ბარსელონაში მსაჯს შეაფურთხა, მოკლედ ძალიან არაადექვატურად იქცევა!!! წესით დღევანდელ ნიკოლოზს არ უნდა გაუჭირდეს პერის დამარცხება!!! აი შემდეგ კი ციციპასია და მძიმე შეხვედრა გველის!!! წარმატებები ნიკას!!!
დათო
11:08 03-05-2021
1

სიახლეები პოპულარული