22:25 27-05-2021
"შენ ისიც გეყოფა, უდღეური ბავშვი რომ გააჩინე, ვერსად ვერ ვამბობ ამასო..." - ნეკა დოროყაშვილი [VIDEO]
AutoSharing Option
ფსიქოლოგმა სასამართლოში ნელი დოროყაშვილის მიერ გაცხადებული ინფორმაცია გააჟღერა, რომელიც დაზარალებულმა მას ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის დროს მიაწოდა. აღნიშნულის მიხედვით, ნელი დოროყაშვილი ფსიქოლოგს უყვება, რომ მისი და ნიკოლოზ ბასილაშვილის ცხოვრებაში დედამთილი აქტუალური იყო.
"პირველივე თვეებიდან მივხვდი, რომ რაღაც გაუგებრობაში ვიყავი. დედამთილთან თავიდან კარგი ურთიერთობა მქონდა, თითქმის მეგობრული... მივხვდი, რომ ჩემი პიროვნული მიუღებლობა ჰქონდა, ჩემი ყველაფრისგან განრიდება ხდებოდა და ნიკას განრიდება ჩემგან. ფეხმძიმობის პერიოდში ხშირი იყო მეგობრული შეგონებები - მშობიარობის შემდეგ ქალის ფსიქიკა ლაბირულია და ხშირად გიჟდებიანო. ეს გამონათქვამები კონკრეტულად მე მეხებოდა - მშობიარობის შემდეგ ქალის ფსიქიკა ლაბირულია და დიდი ალბათობაა გაგიჟდე. ბოლოს, სრულიად კატეგორიული ფორმა მიიღო - გიჟი ხარ. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ დედამთილის მეშინოდა, მაგრამ თავაზიანად ვიქცეოდი. ბავშვი მცირეწონიანი დაიბადა, მაგრამ ჯანმრთელი. ამაზე მსაყვედურობდა - შენ ისიც გეყოფა, უდღეური ბავშვი რომ გააჩინე, ვერსად ვერ ვამბობ ამასო. რომ შევეპასუხე, უზრდელი ხარო. ეს ყველაფერი ჩემი და ნიკას ურთიერთობაზე აისახა. 2016 წლიდან ძალადობის ფორმები დამძიმდა, 2017 წლიდან ძალიან აგრესიული სახე მიიღო", - აცხადებს ნელი დოროყაშვილი ფსიქოლოგთან.
ambebi
მკითხველის კომენტარები / 12 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
როლან გაროსი მოახლოვდა და გააქტიურდა ნეკა :) ბაია პატარაიას პოსტებსაც ველი :)
79
3
მიყრუებულ სოფლებში რომ იყო რძალ-დედამთილის ურთიერთობა ზუსტად ეგ არის. კიდევ ერთი დასტური იმისა რომ თბილისში ცხოვრება და ბევრი ფული გაუნათლებლობას არ შველის. არა და რეგიონებს დასცინიან ეგეთები... ვაიიიიი
35
5
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული