"როლან გაროსის" ტურნირის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (31) 2 საათსა და 8 წუთში სერბი დუშან ლაიოვიჩი (39) 6:4, 6:3, 0:6, 6:2 დაამარცხა.
ნიკოლოზი ლაიოვიჩს მეექვსედ შეხვდა და მეხუთედ სძლია.
მეორე წრეში ბასილაშვილი ესპანელ კარლოს ალკასარს (97) დაუპირისპირდება, რომელმაც თანამემამულე ბერნაბე საპატა-მირალესი (128) ოთხ სეტში დაამარცხა.