ქართულ-გერმანული წყვილის პირველი მეტოქე ხორვატი ფრანკო შკუგორი და ინდოელი როჰან ბოპანა იყვნენ. ეს უკანასკნელი 41 წლისაა, მისი ხორვატი მეწყვილე კი - 33-ის. ისინი ბოლოს ბელგრადის ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდნენ.
ბასილაშვილი წყვილთა თანრიგში ნაკლებად გამოირჩევა - ნიკოლოზსა და მის გერმანელ მეწყვილეს ერთად საკმაოდ დიდი ხანია აღარ გაუმარჯვიათ. ისინი ამ შეხვედრაშიც დამარცხდნენ (4:6; 2:6).
ქართველი ჩოგბურთელი ერთეულებში გადაინაცვლებს და 18 წლის ესპანელ კარლოს ალკასარს შეხვდება, რომელმაც კვალიფიკაციის წარმატებით
შეხვედრა ორ ივნისს, თბილისის დროით 13 საათზეა ჩანიშნული.
ბასილაშვილმა "როლან გაროსი" დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]