ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები ჩოგბურთელისა და ბიზნესმენ ირაკლი კაჭარავას დავის შესახებ განცხადებას სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებენ.
ირმა ჭკადუას Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ტექსტში ნათქვამია, რომ ბასილაშვილსა და კაჭარავას შორის არანაირი ხელშეკრულება არ ყოფილა გაფორმებული.
"ჩვენ, ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტები, არ ვაპირებთ პასუხი გავცეთ ვინმე ირაკლი კაჭარავას მიერ სიცრუეზე დაფუძნებულ ბრალდებებს, რომელიც აშკარად ბმაშია 2020 წელს წამოწყებულ კამპანიასთან, რომლის მიზანიც სპორტსმენის რეპუტაციის შელახვაა.
ჩვენ სიღრმისეულად გავეცანით სარჩელს და ვერ აღმოვაჩინეთ ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც სასამართლომ შესაძლოა გაიზიაროს. ჩვენს პროფესიულ ხედვას ამყარებს ის გარემობაც, რომ მიმდინარე
წლის 27 აპრილს სასამართლომ არ დააკმაყოფილა კაჭარავას მიერ მოთხოვნილი ყადაღა.
აქვე განვმარტავთ, რომ ბუნებაში არ არსებობს არანაირი ხელშეკრულება ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ირაკლი კაჭარავს შორის. შესაბამისად, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, რაიმე სახის სერიოზული კომენტარი გავაკეთოთ აღნიშნულ საკითხზე.
დაბოლოს, მოუწოდებთ მედიას, ნებსით თუ უნებლიეთ არ მოხდეს ჟურნალისტების შეცდომაში შეყვანა, ნუ დაეყრდნობიან მხოლოდ ირაკლი კაჭარავას მოსაზრებას, პირველ რიგში, მოითხოვონ ოფიციალური ხელშეკრულება, რომელიც, როგორც თავში აღვნიშნეთ, ბუნებაში არ არსებობს", - ნათქვამია განცხადებაში.