საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც ირკვევა, დღეს მის შვილ ლუკასს 6 წელი შეუსრულდა.
ჩემი ბიჭი 6 წლის გახდა. მამიკო გილოცავ", - წერს ბასილაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზმა მიუნხენის ტურნირი მოიგო და დღეს მადრიდის ტურნირში ჩაერთვება, სადაც ფრანგ ბენუა პერს დაუპირისპირდება.