როლან გაროსის ტურნირის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი (31) 18 წლის ესპანელ კარლოს ალკასართან (97) 4:6, 2:6, 4:6 დამარცხდა (რომელიც ტურნირზე ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვდა) და გათამაშებას გამოეთიშა. მატჩი 1 საათსა და 55 წუთს მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ მესამე სეტში ნიკოლოზს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
შეგახსენებთ, პირველ წრეში ბასილაშვილმა სერბ დუშან ლაიოვიჩს (39) ოთხ სეტში სძლია.