ბასილაშვილმა ჰალეში მეოთხე გამარჯვება იზეიმა!

AutoSharing Option
ჰალეს ტურნირის (საპრიზო ფონდი 1 455 925 ევრო) მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (30) 25 წლის ფრანგი არტურ რინდერკნეჰი (119) 6:2, 7:5 დაამარცხა, რომელსაც აქამდე არასოდეს შეხვედრია. მატჩი 1 საათსა და 21 წუთს გაგრძელდა.

ბასილაშვილმა აქამდე ტურნირზე გერმანელები - რუდოლფ მოლეკერი და იანიკ ჰანფმანი, 36 წლის ფრანგი ჟილ სიმონი (71) დაამარცხა, 18 ივნისს, მეოთხედფინალში კი, სამხრეთაფრიკელ ლოიდ ჰარისს (51) დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს სლოვაკ ლუკას ლაცკოს 6:3, 7:6 სძლია.

ბასილაშვილს ჰარისთან არასოდეს უთამაშია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
,,. შეხვედრა ჩანიშნულია დღეს, 18 ივნისს, 14:30სთ!!! წარმატება ნიკას!!!
დათო
18 ივნისი 2021 10:53
0
ოოო ეხლა აყვირდება ძალადობის მსხვერპლი ქალბატონი,ფულის სუნი თუ იგრძნო.ნიკოლოზს კი ვულოცავ
მამუკა
18 ივნისი 2021 10:39
0
კარგი იყო გუშინ ნიკა, თავდაჯერებული, მიზანსწრაფული. მოიგებს ჰალესაც, ერთი რუბლიოვიღა შემორჩა ტურნირს რეიტინგში მასზე წინ მყოფთაგან. ნახევარფინალში უწევს მასთან ჯახი, თუ დღევანდელი მატჩი მოიგო ორივემ. წარმატებებს ვუსურვებ!
ამოდენა საპრიზო ფონდს თავზე რომ წამოაჯდები, კი აყაყანდებიან ისევ პატარაიები და სხვა პატარა სინდისის ადამიანები, მაგრამ დაიკიდე! რაც უფრო შორს წახვალ წინ, მით უფრო მინავლდება ჭაობში ჩარჩენილთა ყაყანის ხმა!
ბარაქალა შენს მარჯვენას!
18 ივნისი 2021 10:01
1
...ყოჩაღ ნიკა, ძალიან გაგვახარე!!! პირველი ჩაწოდება არის მოსამატებელი!!! რიდენკნეხს დღეს 12 ეისი ჰქონდა!!! დღეს , ჰარისს ლაცკოსთან 11!!! წარმატებას გისურვებ!!!
აქვვე ვწერ, ვისაც არ გაგეხარდათ ნიკას გამარჯვება, თქვენი .... .......!!! ხომ გაიგეთ???!!!
დათო
17 ივნისი 2021 21:55
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული