ენდი მარი: ბასილაშვილის მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ტურნირებზე არ უნდა თამაშობდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგან ბრიტანელ ენდი მარის გუშინ, 27 ივნისს, უიმბლდონის წინა პრესკონფერენციაზე Sunday Times-ის ჟურნალისტმა შეკითხვა ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ დაუსვა...

- გამარჯობა, ენდი, შენს მოწინააღმდეგე ნიკოლოზ ბასილაშვილზე მინდა გკითხო. ის ყოფილი ცოლის მიმართ ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულეს და საქართველოში გამოძიება მიმდინარეობს. მაინტერესებს, რას ფიქრობ ამ პროცესზე და თვლი თუ არა, რომ ადამიანები, რომლებსაც მიმდინარე სასამართლო საქმეები აქვთ, შეჯიბრებებში არ უნდა თამაშობდნენ?
- დიახ, ამ საკითხის შესახებ რამდენიმე თვის წინ ვისაუბრე, როცა შეკითხვა ბასილაშვილისა და ზვერევის (ძალადობა შეყვარებულზე) შესახებ დამისვეს. მათი საქმეების
შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა რაც ვიცი, კარგი ნამდვილად არაა. მიმაჩნია, რომ როცა მსგავსი წინასასამართლო განცხადებები არსებობს, თქვენ მიერ აღნიშნული შეზღუდვა პროტოკოლებში უნდა შევიდეს. ჩემი აზრით, მსგავსი შეზღუდვები ATP-მ, მმართველმა ორგანოებმა, ITF-მა (ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია) და სლემებმა უნდა დააწესონ.

გრანდ სლემის 3-გზის გამარჯვებული 34 წლის ენდი მარი დღეს, 28 ივნისს, ნიკოლოზ ბასილაშვილს უიმბლდონის ცენტრალურ კორტზე დაუპირისპირდება. შეხვედრა, თბილისის დროით 20:00 საათზეა ჩანიშნული და ექსპერტების აზრით, ორივე ჩოგბურთელს გამარჯვების მოპოვების თანაბარი შანსი აქვს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
მიდი ნიკა, ჩაუტარე მასტერ-კლასი!
დათო
13:09 28-06-2021
6
მეტოქესთან შეხვედრის წინ ასეთი განცხადებები არ უნდა გაკეთდეს !
გრიგოლი
21:05 28-06-2021
2

სიახლეები პოპულარული