ბასილაშვილი ზვერევთან თანაბარ თამაშში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 28 ივლისს, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა (41) მერვედფინალური შეხვედრა გამართა. ქართველის მოწინააღმდეგე კლასიფიკაციის მე-5 ნომერი, ნიკასთვის კარგად ნაცნობი ალექსანდრ ზვერევი გახლდათ. 

ჩოგბურთელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს. სეტის მეორე ნახევარში, კერძოდ მე-6 და მე-8 გეიმში გერმანელი ნიკას მოწოდებაზე 15:30 დაწინაურდა, თუმცა ქართველმა რეაბილიტაცია და გათამაშებების თავის სასიკეთოდ დასრულება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ზვერევი შესანიშნავად გამოიყურებოდა, საკუთარი 5 ჩაწოდება კი მშრალად მოიგო, რაც ნიკოლოზის მდგომარეობას ართულებდა, რადგან ქართველს ბრძოლა არა მეტოქის, არამედ საკუთარ ჩაწოდებაზე უწევდა, რამაც საბოლოოდ 1-ელ სეტზე ზეგავლენა
იქონია… "ბასილას" მოწოდებაზე, კერძოდ მე-10 გეიმში, ქართველს ჩაწოდება არ გამოუვიდა და ზვერევმა ნიკას მოწოდების წართმევით პირველი სეტი 6:4 მოიგო.

მეორე სეტიც იმავე სცენარით დაიწყო, ჩოგბურთელები პრაქტიკულად უშეცდომოდ ასპარეზობდნენ. აღსანიშნავია, რომ გერმანელმა საკუთარ ჩაწოდებაზე პირველი ქულები მე-5 გეიმში წააგო.

ყველაფერი თითქოსდა მე-8 გეიმში გადაწყდა, როდესაც ნიკას გათამაშებაში გერმანელმა 15:40 უპირატესობა მოიპოვა, ორმაგი "ბრეიკ-პოინტი" გამოიყენა და თამაშის დაწყებიდან 1 საათისა და 6 წუთის თავზე მატჩზე ჩაწოდების უფლება მოიპოვა, მაგრამ "ბასილამ" ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და 3 "მატჩ-ბოლის" მოგერიების შემდეგ მეტოქის მოწოდება მოიგო. 

საბოლოოდ, საქმე ლოგიკურ ტაი-ბრეიკამდე მივიდა. გერმანელმა სტარტზევე სერიოზული უპირატესობა, 4:2 მოიპოვა, რაც გამოიყენა, მეოთხე "მატჩ-ბოლის" გამოყენება შეძლო და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ჟერემი შარდისა და ლიამ ბროადის შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ნიკოლოზისთვის კი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადა დასრულდა. ქართველი, სავარაუდოდ, ძალების აღდგენის შემდეგ ამერიკულ ტურნეზე გადაერთვება.


მკითხველის კომენტარები / 5 /
არა უშავს ნიკა, გული არ გაიტეხო! იმარჯვებ თუ აგებ, შენ გულშემატკივრების გულში, ყოველთვის გამარჯვებული იქნები!!!!!!!
გია
28 ივლისი 2021 16:34
3
ნიკა,მხოლოდ საკუთარი მოწოდების ასაღებად იბრძოდა და სრული ძალით,მაშინღა ამუშავდა,როცა მატჩბოლამდე მივიდა საქმე.ასე გამარჯვება,შეუძლებელია.ცოტა ადრე რომ დაქოქილიყო,დარწმუნებული ვარ მოიგებდა.ზვერევს არაქათი აღარ ჰქონდა.ტაიბრეიკზე,სამწუხაროდ არ გაუმართლა.არა უშავს ნიკა,აქაც კი გამოჩნდა,რომ მეტის პოტენციალი აქვს.
სოსო
28 ივლისი 2021 13:07
1
ძააან თანაბარი ყოფილაა!! დაჟე ფრეს ფიქრობდნენ მსაჯები ხო??(((((ვაიჰჰჰ
ბფჰჰ
28 ივლისი 2021 12:12
14
ეგ უნდა დამეწერა. თანაბარი იყო, მარა წააგო. რა საჭიროა ასეთი გოიმური სათაურები?!
nanka2002
11 აგვისტო 2021 11:16
0
რა მაგარ ფორმაშია ნიკა რა დასანანად წააგო..ძლივს იდგა ფეხზე ზვერევი და ვინც ნახეთ თამაში დამეთანხმებით.მესამე სეტში უშანსოდ იქნებოდა გერმანელი.
პაატა
28 ივლისი 2021 12:11
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული