დღეს, 26 ივლისს, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა (42) 1/16-ფინალური შეხვედრა იტალიელი ლორენცო სონეგოს (26) წინააღმდეგ გამართა და სამ სეტში 6:4 3:6 6:4 იმარჯვა.

პირველი სეტი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, ქართველმა მეტოქის პირველივე ჩაწოდება მოიგო, რასაც იტალიელმა მე-4 გეიმში იმავეთი უპასუხა, ნიკამ მეორე ბრეიკი მე-7 გეიმში აიღო და პირველი სეტიც თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეორე სეტში იტალიელმა აშკარად მოუმატა და მე-6 გეიმში მეტოქის მოწოდების მოგებით 6:3 იმარჯვა.

საქმე მესამე, გადამწყვეტ სეტში გადავიდა, სადაც გულშემატკივარმა ნამდვილი სანახაობა იხილა. სონეგომ უპირატესობა მე-3 გეიმშივე მოიპოვა, რასაც ნიკამ მე-6 და მე-8 გეიმში მეტოქის მოწოდების მოგებით უპასუხა.

საქმე თითქოსდა "ბასილას" ლოგიკურ გამარჯვებამდე მიდიოდა, თუმცა იტალიელმა კიდევ ერთხელ მოიგო ნიკას მოწოდება და თამაშში დარჩა, მაგრამ ქართველმა მე-10 გეიმში საკუთარ თავში ძალები იპოვა და მეტოქის ჩაწოდება მესამედ, თამაშში კი მეხუთედ მოახერხა.

ამრიგად, ნიკოლოზი მერვედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე მე-4 ნომრად განთესილი ალექსანდრ ზვერევი იქნება. შეხვედრა 28 ივლისს, თბილისის დროით 06:00 საათზეა ჩანიშნული.

ისე საინტერესოა, მართლა კოღოს აგინებდი?
Goga
Bravo Nika!
თენგო
ბრავო ნიკა!
Ttt
ოოო ახლა ვის უბალეშიკებს ბაია ორი ქალზე ძალადობაში ბრალდებული ხვდება ერთმანეთს.დდდდ
დათო
… შენ გენაცვალე ნიკოლოზ!!! მადლობა , რომ ძალიან გაგვახარე!!! ზვერევიც არა არის აუღებელი ციხესიმაგრე!!! ერთი, ორი კარგი შეტევა და შეიძლება მატჩის ბოლომდე დაიშალოს, პატარა ბავშვივით არის!!! წარმატებას გისურვებ ნიკოლოზ!!!
დათო
… სოსო მოგესალმები!!! ნერვები მართლაც დაწყდა , გეთანხმები!!! მაგრამ სონეგოს , როგორც გაცილებით სუსტ მეტოქეზედ მოხსენიება, ვფიქრობ არ არის სწორი!!!
გვიყვარხარ და გვეამაყები ნიკა!
ყოველთვის მიხაროდა, მიხარია და გამეხარდება, ჩვენი საყვარელი ნიკას წარმატებები, მაგრამ მეორე მხრიდან "არა" იმიტომ ,რომ მის ჰონორარებზე ჩასაფრებული გიენები უკვე წინასწარ ითვლიან და ინაწილებენ, ნიკას ოფლით მოპოვებულ დოლარებს. ჩვენმა ნიკამ იშრომოს, იწვალოს და ამეებმა, შეხრან, შეთქვლიფონ და იხეირონ? ფუ ამათი...
izi
მიდი ნიკუშ,შენთან ვართ.
სოსო
ვულოცავ ნიკას,გამარჯვებას,მაგრამ თავი თუ არ ეცოდება,ჩვენ მაინც შეგვიცოდოს.დაწყდა ნერვები.თავისზე გაცილებით სუსტისათვის ამდენი შანსის მიცემა,არ შეიძლება.
Biannkoneri
გილოცაავთ! მიდი ნიკო, ზვერევიც მიაყოლე რა!
წარმატებები ვუსურვოთ,, ჩვენს ნიკას!
ჩვენო ნიკა! ძალიან "გბალეშჩიკობთ" ამიტომ არ გაგვაწბილო! ძალიან გვინდა გამარჯვებული დაგვიბრუნდე!
შენ
შენ გენაცვალე ნიკოლოზ!!! მადლობა , რომ ძალიან გაგვახარე!!! ზვერევიც არა არის აუღებელი ციხესიმაგრე!!! ერთი, ორი კარგი შეტევა და შეიძლება მატჩის ბოლომდე დაიშალოს, პატარა ბავშვივით არის!!! წარმატებას გისურვებ ნიკოლოზ!!!
დათო
ყოჩაღ ნიკა! წარმატებები შემდეგ თამაშში! გაიხარე და გაგვახარე!
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
დინამო თბილისი 15-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია
მარიამ დუნდუა კრივის მსოფლიო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
"ლორიანმა" შანსები ვერ გამოიყენა - პსჟ-მ მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
ლოჩოშვილი შეცვლაზე შევიდა, მისმა გუნდმა კი 5:0 გაიმარჯვა
სათადარიგო ქვილითაია და "ჰოლშტაინის" გამარჯვება "კაიზერსლაუტერნთან"
15-ქალა | პორტუგალიასთან ახალი სახეებით
"ჯადოქარი არ ვარ" - მარესკამ "სიტის" რთულ პერიოდზე ისაუბრა
"არ გამიმართლა, ჩემს დროს ნამდვილი მკვლელები იყვნენ" - რონალდო
"ამდენი გოლის გაშვების უფლება არ გვაქვს" - ალონსო "ჩელსის" მარცხის შემდეგ
"ვნანობ თუ არა, რომ ქომაგს დავარტყი?" - კანტონამ შეკითხვას უპასუხა
გულიაშვილმა ვერ ითამაშა, ზაბირიმ ისევ გაიტანა, "რასინგმა" ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა
[VIDEO] ზივზივაძე მოედნიდან უგოლოდ არ გადის - "ჰაიდენჰაიმმა" როგორც იქნა გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-0 დილა. შეიძლება, მომდევნო ტურშიც გადაწყდეს...
ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
პორტუგალიელთა მწვრთნელი: საქართველოში მძიმე მგზავრობა გველოდება, რაც სიგიჟეა
ნიკო პასი "რეალში" დაბრუნებას არ აპირებს
რაგბი ევროპის ჩემპიონატი კვლავ ექვსგუნდიანი გახდება
ტრანსფერი გამოირიცხა - "ატლეტიკომ" ალვარესი პსჟ-ის არ მიჰყიდა
საშობაო საჩუქარი - კარდინალე თავის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელს კონტრაქტს უხანგრძლივებს და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც დაუნიშნავს