დღეს, 31 ივლისს, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ჩოგბურთში მესამე ადგილოსანის ვინაობა გაირკვა. ბრინჯაოს მედლისთვის ერთმანეთს სერბი ნოაკ ჯოკობიჩი (1) და ესპანელი კარენო ბუსტა (11) დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ბუსტას გამარჯვებით 6:4 6:7 6:3 დასრულდა.
1-ელ სეტში ესპანელმა ჩოგბურთელმა მე-5 გეიმში ჯოკოვიჩის მოწოდება მშრალად მოიგო და მიღებული უპირატესობა აღარც გაანიავა.
ისევე როგორც პირველ, ასევე მეორე სეტშიც ჩოგბურთელები შესანიშნავად აწვდიდნენ, აღსანშნავია, რომ არც ერთ სპორსმენს მეტოქის ჩაწოდების მოგების შანსიც კი არ ჰქონიათ, საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც მე-11 ქულისთვის გათამაშებაში სერბმა ესპანელის მატჩ-ბოლი გა
დაარჩია და საბოლოოდ, 8:6 იმარჯვა.
ვერ მოგებული მეორე სეტის შემდეგ, თითქოს და ესპანელი ჩოგბურთელი ფსიქოლოგიურად უნდა გამტყდარიყო, თუმცა არა, პირიქით, ახალგაზრდამ ესპანელმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინა და ნოვაკის მოწოდება მე-2 გეიმშივე მოიგო, რის შემდეგაც დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა.
მე-3 სეტის მე-9 გეიმი სერბისთვის უკანასკნელი შანსი გახლდათ, რათა ბუსტას მოწოდება მოეგო და წონასწორობა აღედგინა, ნოვაკმა ბოლომდე იბრძოლა, კიდევ 4 მატჩ-ბოლი გადაარჩინა, თუმცა უნებლიე შეცდომის შემდეგ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სამეულს დაემშვიდობა.
ამრიგად, კარენო ბუსტას მესამე ადგილით "ფურია როხას" ოლიმპიურმა გუნდმა რიგით მე-4 მედალი მოიპოვა.
რაც შეეხება ფინალს, ოქროს სინჯის მედლისთვის ერთმანეთს რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი კარენ ხაჩანოვი (25) და გერმანელი ალექსანდრ ზვერევი (5) დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 11:00 საათზეა ჩანიშნული.