ქართველი ჩოგბურთელი პირველ ეტაპზე 22 წლის ამერიკელ ჯენსონ ბრუკსბს (130) დაუპირისპირდება. ნიკოლოზს მეტოქესთან დადებითი ბალანსი აქვს - 2019 წელს, ავსტრალიის ღია გათამაშებაში (3:1) დაამარცხა.
თუკი ბასილაშვილი საწყის ეტაპს წარმატებით გადალახავს, მომდევნო წრეში უკვე 22 წლის ავსტრალიელი ალექს დე მინორის (18) წინააღმდეგ ითამაშებს.
შეგახსენებთ, ქართველმა ჩოგბურთელმა ტოკიო 2020-ზე ორი მეტოქე დაამარცხა და შემდეგ მომავალ ჩემპიონ ალექსანდრ ზვერევთან
კანადის ტურნირის საპრიზო ფონდი 2 850 975 ამერიკული დოლარი გახლავთ. ბასილაშვილისა და ბრუკსბის შეხვედრა 10 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
ბასილაშვილის მომგებმა ზვერევმა ოლიმპიადის ფინალში რუსი გაანადგურა