ბასილაშვილმა პირველ წრეში ამერიკელი მეტოქე დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი (43) ტორონტოს ATP-ზე ჩაერთო და პირველ წრეში 20 წლის ამერიკელ ჯენსონ ბრუკსბის (97) სძლია - 2:6, 6:0, 6:4. მატჩი 1 საათი და 52 წუთი გაგრძელდა.

შეგახსენებთ, ბასილაშვილი ბრუკსბის აქამდე ერთხელ შეხვდა - 2019 წელს აშშ-ის ღია პირველობაზე სამ სეტში დაამარცხა.

11 აგვისტოს, მეორე წრეში, ბასილაშვილი 22 წლის ავსტრალიელ ალექს დე მინორს (15) შეხვდება, რომელიც გათამაშებაში მეორე წრიდან ჩაერთვება.

ტორონტოს ტურნირის საპრიზო ფონდი 2 850 975 ამერიკული დოლარია.

მკითხველის კომენტარები / 5 /
… კორტებსა???!!! შენ ჩოგბურთს(ა) პირველად უყურე???!!! კარგია ,,გოროდში???!!!)))
დათო
14:40 11-08-2021
0
ს ასოზე აცრილები არიან? რა ბაზილაშვილი)))
დათო
10:48 11-08-2021
1

სიახლეები პოპულარული