რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ბრუკსბის დამარცხებით და რა ჰონორარს მიიღებს, თუ ის დღესაც იმარჯვებს

AutoSharing Option
ტორონტოს მასტერსის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ის წარმომადგენელ ჯეინსონ ბრუკსბის დაუპირისპირდა და სამ სეტში 2:6, 6:0, 6:4 იმარჯვა.

ამ წარმატების წყალობით ქართველმა 15,845$ გამოიმუშავა. თუ ნიკოლოზი მოახერხებს და დღეს ავსტრალიელ ალექს დე მინორსაც დაამარცხებს, დამატებით მის ანგარიშზე კიდევ 26,770 აშშ დოლარი ჩაირიცხება.

ბასილაშვილისა და დე მინორის შეხვედრა დღეს მე-3 კორტზე დღის მესამე შეხვედრადაა ჩანიშნული და თუ არაფერი შეიცვალა, ის თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 13 /
წისქვილმა კი ფქვასო... ნიკამ საათობრივ ჩოგანი იქნიოს და დორიყაშვილმა კი წილები ითხოვოს
აბა ბიჯო
11 აგვისტო 2021 12:39
3
ხოოო, ხოდა გაეხსნა მადა ,,ქალბატონს,,?
ბიჭოოო
11 აგვისტო 2021 12:15
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული