ნადალი 2021 წელს კორტზე ვეღარ დაბრუნდება - ესპანელს მოტივაცია ამჯერადაც არ აკლია

AutoSharing Option
დიდი სლემის 20-გზის ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა 2021 წლის სეზონის ნაადრევად დასრულება გადაწყვიტა. ამის მიზეზი ტერფის ტრავმა გახლავთ... რაფამ ბოლოს ჩრდილოეთ ამერიკაში ითამაშა, ვაშინგტონში გამართული შეჯიბრების მიმდინარეობისას კი ტკივილი დაბრუნდა და ესპანელიც სამხრეთაფრიკელ ლოიდ-ჯორჯ ჰარისთან 4:6 6:1 4:6 დამარცხდა.

ტრავმასთან დაკავშირებით ნადალმა კომენტარი გააკეთა:

"გასული 1 წლის განმავლობაში ტერფმა ბევრი პრობლემა შემიქმნა. გუნდთან და ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტე, რომ საჭიროა დაზიანებული ადგილის რეაბილიტაცია.

ამ წელს მნიშვნელოვანი შეჯიბრებები გამოვტოვე - უიმბლდონი, ოლიმპიადა, ამერიკის ღია პირველობაზე თამაშს ვერ შევძლებ... არ მაქვს იმის შესაძლებლობა,
რომ ვივარჯიშო ზუსტად ისე, როგორც მე მსურს.

ეს ახალი ტრავმა არაა, სამწუხაროდ, ის 2005 წლიდან მომდევს. ვცდილობდი, რომ მასთან ერთად წარმატებისთვის მიმეღწია. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ შევეცდები ფეხზე ყველანაირი პრობლემა მოვიხსნა ან თუნდაც იმ კონდინციამდე მივიდე, საიდანაც თამაშს მარტივად შევძლებ.

ამ ყველაფერს მთელი გულით ვიღებ. დარწმუნებული ვარ, რომ შრომისმოყვარეობა კორტზე წარმატებით დაბრუნების შესაძლებლობას მომცემს".

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული