ამერიკის ღია პირველობის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (39) ამერიკელი მაქსიმ გრესი (151) 2 საათსა და 12 წუთში დაამარცხა - 7:6, 6:3, 7:5, რომელმაც პირველ წრეში ესპანელ პაბლო კარენო-ბუსტას (12) სენსაციურად 5 სეტში სძლია.
შეგახსენებთ, ბასილაშვილის მეტოქე პირველ წრეში ამერიკელი სებასტიან კორდა (45) იყო, რომელმაც ტრავმის გამო მეორე სეტში თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.
ნიკოლოზი 1/16-ფინალში ასევე მასპინძელს დაუპირისპირდება - 24 წლის რეილი ოპელკას (24. სიმაღლე 211 სმ), რომელმაც დღეს იტალიელ ლორენცო მუსეტის (60) სამ სეტში სძლია.
ბასილაშვილისა და ოპელკას მატჩი 3 სექტემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.