"მასწავლებელმა მითხრა, რომ ჩოგბურთის თამაშისთვის თავი დამენებებინა..." - US OPEN-ის ფინალისტი ბავშვობის ყველაზე დიდ გამოწვევას იხსენებს

AutoSharing Option
19 წლის კანადელმა ჩოგბურთელმა, ლეილა ფერნანდესმა US OPEN-ის ფინალში გასვლის შემდეგ წარსულში მისი მასწავლებლის სიტყვები გაიხსენა.

"მასწავლებელმა მითხრა, რომ ჩოგბურთის თამაშისთვის თავი დამენებებინა, რადგან ვერაფერს მივაღწევდი, საპასუხოდ კი განათლებისთვის მეტი ყურადღება მიმექცია. მიხარია, რომ მაშინ მან ეს მითხრა, ეს ფრაზა ყოველ დღე ყურში ჩამესმის, ამ ყველაფერმა დიდი მოტივაცია მომცა, მე ვფიქრობდი: გავაგრძელებ გზას, გავალ და დავუმტკიცებ მას, რომ რასაც მოვისურვებ ყველაფერს მივაღწევ" - განაცხადა ახალგაზრდა ჩოგბურთელმა.

შეგახსენებთ, კანადელთან ერთად ფინალში ემა რადაკანუმ გააღწია.

US OPEN-ის ფინალური შეხვედრა 12 სექტემბერს, თბილისის
დროით 00:00 საათზე გაიმართება.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

altსენსაციურად US OPEN-ის ფინალში თინეიჯერები გავიდნენ! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
აჩვენეთ ეს 2 გოგო ქართველ ფეხბურთელებს ბოლომდე შრომა ყოველთვის ფასდება
ნოდო
15:24 10-09-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული