18 წლის ბრიტანელმა ჩოგბურთის ისტორია შეცვალა

AutoSharing Option
18 წლის ბრიტანელმა ემა რადუკანუმ სასწაული მოახდინა და ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა.

WTA-ს რეიტინგში 150-ე ადგილზე მყოფმა ჩოგბურთელმა გადამწყვეტ შეხვედრაში კანადელი ლეილა ფერნანდესი (73) 2 სეტში დაამარცხა: 6:4, 6:3 .

შეგასენებთ, US OPEN-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრიტანელმა მარიამ ბოლქვაძეს (167) აჯობა.

რადუკანუს ჩემპიონობა რამდენიმე ფაქტორითაა გამოსარჩევი - ის რუსი მარია შარაპოვას შემდეგ პირველია, ვინც სლემი თინეიჯერობის ასაკში მოიგო, ბოლო 44 წელიწადში დიდი სლემის მომგები ერთადერთი ქალი ბრიტანელია და ასევე, აქამდე სლემის მოპოვება საკვალიფიკაციო ეტაპიდან ვერავინ მოახერხა.

12 სექტემბრის ღამით, თბილისის
დროით 00:00 საათზე, US Open-ის მამაკაცთა ფინალში სერბი ლეგენდა ნოვაკ ჯოკოვიჩი (1) რუს დანიელ მედვედევს (2) დაუპირისპირდება.

altUS OPEN. ჯოკოვიჩი 21-ე სლემისკენ მიიწევს! წინ ზღაპრულად მოთამაშე ზვერევია [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 14 /
"ნიჭი ძამიკ, ნიჭი...."
aburjga
10:43 13-09-2021
0
Kalduna is watching you

GATUZO
15:57 12-09-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული