მედვედევი ჩინებულ ფორმაშია, რუბლევი მოულოდნელად დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამერიკაში ინდიან უელსის სახელობის ტურნირის 1/16-ფინალური შეხვედრები გაიმართა.

1000-ქულიან ტურნირს წამყვანი მოთამაშეები ტოვებენ. ამიტომ ჩოგბურთელები რეიტინგის სხვა ნუმერაციით არიან წარდგენილი. ფრჩხილებში ჩაწერილი ციფრი კონკრეტულად ინდიან უელსის ტურნირზე განთესილი ნომერი იქნება. მაგალითად, ნოვაკ ჯოკოვიჩის არყოფნაში კლასიფიკაციაში 1-ელ ადგილს დანილ მედვედევი იკავებს.

დღეს რუსი ჩოგბურთელი სერბ ფილიპ კრაიანოვიჩს (27) დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:2 7:6 დაამარცხა. 1/8-ფინალში ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს (23) დაუპირისპირდება. მატჩი 13 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:00 საათზეა ჩანიშნული. სპორტსმენები ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 3 გამარჯვება დანილმა იზეიმა, 1 - გრიგორმა.

ნორვეგიელი კასპერ რუდი (6) სამხრეთაფრიკელ ლოიდ ჰარისს (26) შეხვდა და 3 სეტში 6:7 6:4 6:4 დაამარცხა, რის შემდეგაც მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც არგენტინელი დიეგო შვარცმანი (11) ელოდება. დაპირისპირება 13 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. დიეგო და კასპერი ერთმანეთს 6-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 4-ჯერ გამარჯვებული სამხრეთამერიკელი გამოდგა.

პოლონელი ჰუბერტ ჰურკაჩი (8) ამერიკელ ფრანსის ტიაფოს დაუპირისპირდა და მარტივად, 6:3 6:2 დაამარცხა. პოლონელი ჩოგბურთელი მომდევნო წრეში ბრწყინვალედ მოასპარეზე ასლან კარაცევს (19) შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ, დღეს გათამაშებიდან მე-9 ნომრად განთესილი კანადელი დენის შაპოვალოვი 7:5 6:2 დაამარცხა. ჰურკაჩი და კარაცევი ერთმანეთს მესამედ შეხვდებიან. წინა ორ დაპირისპირებაში ვარსკვლავებმა თითო-თითო გამარჯვება მოიპოვეს. მატჩი 13 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:00 საათზეა ჩანიშნული.

ამერიკელმა ტომი პოლმა სენსაციურად მე-4 ნომრად წარდგენილი ანდრეა რუბლევი 3 სეტში 6:4 3:6 7:5 დაამარცხა და მომდევნო წრეში გავიდა, სადაც დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს, კამერონ ნორის შეხვდება. ეს შეხვედრაც თბილისის დროით 22:00 საათზეა ჩანიშნული.
მკითხველის კომენტარები / 1 /
… მისასალმებელია , რომ ტურნირს ვრცლად მიმოიხილავთ!!! ასე გააგრძელეთ!!!
დათო
12:37 12-10-2021
0

სიახლეები პოპულარული