ძალიან დიდი რიცხვები - რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა ხაჩანოვის დამარცხებით და რამდენს მიიღებს, თუ კიდევ გაიმარჯვებს

AutoSharing Option
ინდიან უელსის მასტერსის 1/8-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუს კარენ ხაჩანოვს სძლია და კარიერაში პირველად გავიდა მასტერსის 1/4-ფინალში.

ეს გარჯა ქართველს კარგად დაუფასდება და მისი საბანკო ანგარიშიც საკმაოდ მსუყე თანხით შეივსება.

ნიკამ 175 000 დოლარი და 180 სარეიტინგო ქულა უკვე გამოიმუშავა, ეს ყველაფერი კი უკვე ცოცხალ რეიტინგზეც არის ასახული.

უკვე ცნობილია, რომ ორშაბათს, როდესაც ATP-ის ახალი რეიტინგი გამოქვეყნდება, ჩვენებური მინიმუმ 6 საფეხურით იქნება წინ წაწეული და 30-ე ადგილზე დამკვიდრდება.

თუ მან ხვალ ბერძენ სტეფანოს ციციპასს სძლია, დამატებით 180 ქულას კიდევ მიიღებს და ცოცხალ
რეიტინგს თუ ჩავხედავთ, დავინახავთ, რომ ის 1826 ქულას დააგროვებს, გადაასწრებს სწორედ კარენ ხაჩანოვს და 29-ე ადგილზე გადაინაცვლებს.

აქვე გეტყვით საპრიზო თანხას, თუ რამდენს მიიღებს ბასილაშვილი ციციპასის ძლევის შემთხვევაში. გამომუშავებულ 175 000 დოლარს კიდევ 160 000$ დაემატება და ჯამში 335 000$ გამოვა.
მკითხველის კომენტარები / 35 /
ნუ აღიზიანებთ ყოფილ ცოლს!
ამო
14 ოქტომბერი 2021 15:39
2
თუ კალათბურთში ვერ ერკვევით გეტყვით რომ საპრიზო ფონდს ყველა ითვლის ასეა მიღებული და საჯაროა.
Semi
14 ოქტომბერი 2021 15:16
8
სათაური გაგაგიჟებს?! ძალიან დიდი რიცხვები! რა არის 175 000$, საიდანაც იხდის გადასახადს, უხდის პირად მწვრთნელს, სამედიცინო პერსონალს, ჭირდება სავარჯიშო ადგილისთვის და კიდევ რა მოსთვლის...
მაია
14 ოქტომბერი 2021 15:15
2
ღმერთმა შეარგოს მისი ნაშოვნია და ოფლით მოპოვებული მარა 175 000 $ არაა დიდი თანხა?:დ:დ
არ თქვა მეორედ ეგ
14 ოქტომბერი 2021 20:42
3
საამაყო ბასილაშვილი, წარმატებები, წინსვლა, ბედნიერება პირად ცხოვრებაში.
თათა თორელი
14 ოქტომბერი 2021 14:50
1
…რეიტინგის მიმოხილვა მივესალმები!!! საპრიზოების თვლას, უკეთესი იქნება შეხვედრის სტატისტიკა გამოქვეყნოთ!!!
დათო
14 ოქტომბერი 2021 14:40
1
წარმატებები…
გაგვახარე ნიკა…
ალექსანდრე
14 ოქტომბერი 2021 14:29
0
გილოცავ!წარმატებებს და ახალ გამარჯვებებს გისურვებ!
შოთა.
14 ოქტომბერი 2021 14:29
0
ვისაც არ ეზარება, ყველა, ნიკას ფულს ითვლის რაა..ნიკააა, ბევრი გამარჯვება, დიდი ჰონორარები და დიდი ბედნიერება შენ, საამაყო და ლამაზო ქართველო.
ვააა
14 ოქტომბერი 2021 13:24
1
თვალონ და იყონ ერთერთი ძვირადღირებული სპორტია ხარჯებიც არააა ცოტა
ეჰ
14 ოქტომბერი 2021 14:28
0
ჰალალ ოლსუნ
ავჭალიდან
14 ოქტომბერი 2021 13:13
1
ამას ალბათ ცოლყოფილის ადვოკატიც კითხულობს.
ჰაჰა
14 ოქტომბერი 2021 12:49
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული