ძალიან დიდი რიცხვები - რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა ხაჩანოვის დამარცხებით და რამდენს მიიღებს, თუ კიდევ გაიმარჯვებს

AutoSharing Option
ინდიან უელსის მასტერსის 1/8-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუს კარენ ხაჩანოვს სძლია და კარიერაში პირველად გავიდა მასტერსის 1/4-ფინალში.

ეს გარჯა ქართველს კარგად დაუფასდება და მისი საბანკო ანგარიშიც საკმაოდ მსუყე თანხით შეივსება.

ნიკამ 175 000 დოლარი და 180 სარეიტინგო ქულა უკვე გამოიმუშავა, ეს ყველაფერი კი უკვე ცოცხალ რეიტინგზეც არის ასახული.

უკვე ცნობილია, რომ ორშაბათს, როდესაც ATP-ის ახალი რეიტინგი გამოქვეყნდება, ჩვენებური მინიმუმ 6 საფეხურით იქნება წინ წაწეული და 30-ე ადგილზე დამკვიდრდება.

თუ მან ხვალ ბერძენ სტეფანოს ციციპასს სძლია, დამატებით 180 ქულას კიდევ მიიღებს და ცოცხალ
რეიტინგს თუ ჩავხედავთ, დავინახავთ, რომ ის 1826 ქულას დააგროვებს, გადაასწრებს სწორედ კარენ ხაჩანოვს და 29-ე ადგილზე გადაინაცვლებს.

აქვე გეტყვით საპრიზო თანხას, თუ რამდენს მიიღებს ბასილაშვილი ციციპასის ძლევის შემთხვევაში. გამომუშავებულ 175 000 დოლარს კიდევ 160 000$ დაემატება და ჯამში 335 000$ გამოვა.
მკითხველის კომენტარები / 35 /
ღმერთმა სულ სიკეთეში მოახმაროს
Sake
16 ოქტომბერი 2021 18:55
0
175K და 160K რანაირად არის ძან დიდი? ძან დიდი არის მილიონის ზემოთ
lola
16 ოქტომბერი 2021 11:43
0
ლარში გადაიყვანა ალბათ
მევარმეე
16 ოქტომბერი 2021 15:38
0
ის დედაკაცი ეხლა კალკულატორით ზის და ხელებს იშვნიტავს
ნუგზარა
16 ოქტომბერი 2021 10:15
0
საზიზღობაა ფულზე მუდმივად აქცენტის კეთება. როცა რამეს აკეთებ მიზანი უნდა გქონდეს საუკეთესო იყო შენ საქმეში, მარტო ფულზე ფიქრით ჯერ არავის არაფერი კარგისთვის მიუღწევია. აქ ხო მომავალი სპორტსმენებიც კითხულობენ სტატიას და რა უნდა გაიგონ აქედან? მთავარი ფულია ცხოვრებაში?
gia
15 ოქტომბერი 2021 14:03
2
… 30% საპრიზოების რჩება იმ ქვეყანაში, სადაც ტარდება ტურნირი!!! ხარჯები : სამწვრთნელო შტაბი, სამედიცინო შტაბი, გერმანიაში ცხოვრების ხარჯი, კორტი- ბაზა სადაც ვარჯიშობს, ტურნირებზე მგზავრობის, სასტუმროს, კვების ხარჯები და ა.შ.!!!
დათო
15 ოქტომბერი 2021 12:54
0
მგონი მაქედან მეატედი რჩება იმდენი ჩამოთვალე
პს
16 ოქტომბერი 2021 11:50
0
შენ გაიხარე, ესენი EBITDA-ს კი არ უყურებენ :)
ყოჩაღი ოლეგი
16 ოქტომბერი 2021 00:27
0
ითვალეთ სხვისი ფულები,ვა თქვენ პატრონს!წარმატებები ნიკოლოზს!
ლექსო
15 ოქტომბერი 2021 10:55
1
ლექსო, ნიკოლოზის ფულებს მისი გულშემატკივრები კი არ ითვლიან, არამედ ვისაც ეხება იმან დაითვალა უკვე და საჯაროდაც გამოაქვეყნა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ფულადი პრიზის სახით კარიერის მანძილზე უკვე გამომუშავებული აქვს 6 267 088 $ აშშ დოლარი!!! ალალი იყოს!!!
ლექსო - ს
15 ოქტომბერი 2021 14:50
0
დიდი გამარჯვების დღეა დღეს ბასილ ნახევარფინალი უნდა დაიდოს
gio
14 ოქტომბერი 2021 16:10
1
ნეკა, გამო გიცანით
აკი დაამარცხა!
დიახ
16 ოქტომბერი 2021 11:49
0
სურვილი ერთია, მაგრამ რეალობა მეორე! ციციპასი რეიტინგში მესამე ნომერია, ასე რომ, არა მგონია ნიკოლოზ ბასილაშვილმა ციციპასის დამარცხება შეძლოს!!!
!!!
15 ოქტომბერი 2021 12:58
6
ყველა გამოხმაურება
ნუ უთვლით რა ამ ბიჭს ყოველ გამომუშავებულ თანხას, ფეხბურთელებს დაუთვალეტ!
ვახ
14 ოქტომბერი 2021 16:03
0
ნეკას პონტში უთვლიან იმან ხო თვლა არ იცის და პროცენტში უზის
ხონსკი
15 ოქტომბერი 2021 12:00
0
100%
Emma
15 ოქტომბერი 2021 10:20
0
ყველა გამოხმაურება
სხვისი ფულის დათვლის მეტი საქმე არ გაქვთ? მე გიშოვით საქმეს. გაარკვიეთ ბოლოსდაბოლოს რატომ არ გაუშვეს ოლიმპიადაზე კალაშნიკოვა. ვინმე თუ დაისაჯა?
ლადო
14 ოქტომბერი 2021 16:01
2
მერე შე დალოცვილო, გადაუხადეთ იმ პატიოსან კაცს ფული, წლების წინ შენს კარიერაში რომ ჩადო და ეხლა მთელმა ოჯახმა გადააგდეთ.
მოკლედ, ამათ თუ სამართლებრივად არ ეომე, კაპიკს ვერ წაგლიჯავ.
ალეკო
14 ოქტომბერი 2021 15:59
41
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული