ძალიან დიდი რიცხვები - რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა ხაჩანოვის დამარცხებით და რამდენს მიიღებს, თუ კიდევ გაიმარჯვებს

AutoSharing Option
ინდიან უელსის მასტერსის 1/8-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუს კარენ ხაჩანოვს სძლია და კარიერაში პირველად გავიდა მასტერსის 1/4-ფინალში.

ეს გარჯა ქართველს კარგად დაუფასდება და მისი საბანკო ანგარიშიც საკმაოდ მსუყე თანხით შეივსება.

ნიკამ 175 000 დოლარი და 180 სარეიტინგო ქულა უკვე გამოიმუშავა, ეს ყველაფერი კი უკვე ცოცხალ რეიტინგზეც არის ასახული.

უკვე ცნობილია, რომ ორშაბათს, როდესაც ATP-ის ახალი რეიტინგი გამოქვეყნდება, ჩვენებური მინიმუმ 6 საფეხურით იქნება წინ წაწეული და 30-ე ადგილზე დამკვიდრდება.

თუ მან ხვალ ბერძენ სტეფანოს ციციპასს სძლია, დამატებით 180 ქულას კიდევ მიიღებს და ცოცხალ
რეიტინგს თუ ჩავხედავთ, დავინახავთ, რომ ის 1826 ქულას დააგროვებს, გადაასწრებს სწორედ კარენ ხაჩანოვს და 29-ე ადგილზე გადაინაცვლებს.

აქვე გეტყვით საპრიზო თანხას, თუ რამდენს მიიღებს ბასილაშვილი ციციპასის ძლევის შემთხვევაში. გამომუშავებულ 175 000 დოლარს კიდევ 160 000$ დაემატება და ჯამში 335 000$ გამოვა.
მკითხველის კომენტარები / 35 /
ნუ უთვლით რა ამ ბიჭს ყოველ გამომუშავებულ თანხას, ფეხბურთელებს დაუთვალეტ!
ვახ
14 ოქტომბერი 2021 16:03
0
ნეკას პონტში უთვლიან იმან ხო თვლა არ იცის და პროცენტში უზის
ხონსკი
15 ოქტომბერი 2021 12:00
0
აბა ჩემი ამას უთვლიან თანხას, რომელიც ტოპ ჩოგბურთელებთან თამაშობს და ანანიძე,ვაკო, რავი კიდე ბევრის ჩამოთვლა შემიძლია, ამაზე ბევრად მეტი აქ გამომუშავებული და სად თამაშობენ ერთი. ანანიძემ რუსეთში იშოვა ფული რომელიც ტოპ ჩემპიონატიც არ არის და არც კი უთამაშია. და მეორე ჯიგარმა დადის ჭ დონის ჩემპიონატებში და უხდიან მილიონებს. ღმერთმა შედეგის სუ ყველას რა ჩვენი საქმეა, მაგრამ ამას ისე უთვლით თითქოს თქვენი ვალი ქონდეს.
ABCABC
14 ოქტომბერი 2021 22:31
0
ყველა გამოხმაურება
დიდი გამარჯვების დღეა დღეს ბასილ ნახევარფინალი უნდა დაიდოს
gio
14 ოქტომბერი 2021 16:10
1
დღეს არა, ხვალ
gio-s
14 ოქტომბერი 2021 22:36
0
სურვილი ერთია, მაგრამ რეალობა მეორე! ციციპასი რეიტინგში მესამე ნომერია, ასე რომ, არა მგონია ნიკოლოზ ბასილაშვილმა ციციპასის დამარცხება შეძლოს!!!
!!!
15 ოქტომბერი 2021 12:58
6
ყველა გამოხმაურება
ვისაც არ ეზარება, ყველა, ნიკას ფულს ითვლის რაა..ნიკააა, ბევრი გამარჯვება, დიდი ჰონორარები და დიდი ბედნიერება შენ, საამაყო და ლამაზო ქართველო.
ვააა
14 ოქტომბერი 2021 13:24
1
თვალონ და იყონ ერთერთი ძვირადღირებული სპორტია ხარჯებიც არააა ცოტა
ეჰ
14 ოქტომბერი 2021 14:28
0
…რეიტინგის მიმოხილვა მივესალმები!!! საპრიზოების თვლას, უკეთესი იქნება შეხვედრის სტატისტიკა გამოქვეყნოთ!!!
დათო
14 ოქტომბერი 2021 14:40
1
საამაყო ბასილაშვილი, წარმატებები, წინსვლა, ბედნიერება პირად ცხოვრებაში.
თათა თორელი
14 ოქტომბერი 2021 14:50
1
ქულების დათვლა მესმის. სხვის ფულს რატომ ითვლით? მერე რა რომ საჯაროა, არაა ლამაზი.
ტეხავს
14 ოქტომბერი 2021 12:41
3
და სენ რა გაგიტყდა, წესია ასეტი რომ აღნიშნავენ
hm
14 ოქტომბერი 2021 15:34
12
სხვისი ფულის თვლაა?
განსაკუთრებით როცა იცი ამით ვის წისქვილზე ასხამ სწყალს (((
გია
14 ოქტომბერი 2021 12:43
2
სათაური გაგაგიჟებს?! ძალიან დიდი რიცხვები! რა არის 175 000$, საიდანაც იხდის გადასახადს, უხდის პირად მწვრთნელს, სამედიცინო პერსონალს, ჭირდება სავარჯიშო ადგილისთვის და კიდევ რა მოსთვლის...
მაია
14 ოქტომბერი 2021 15:15
2
ღმერთმა შეარგოს მისი ნაშოვნია და ოფლით მოპოვებული მარა 175 000 $ არაა დიდი თანხა?:დ:დ
არ თქვა მეორედ ეგ
14 ოქტომბერი 2021 20:42
3
სხვისი ფულის დათვლის მეტი საქმე არ გაქვთ? მე გიშოვით საქმეს. გაარკვიეთ ბოლოსდაბოლოს რატომ არ გაუშვეს ოლიმპიადაზე კალაშნიკოვა. ვინმე თუ დაისაჯა?
ლადო
14 ოქტომბერი 2021 16:01
2
ნუ აღიზიანებთ ყოფილ ცოლს!
ამო
14 ოქტომბერი 2021 15:39
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული