ძალიან დიდი რიცხვები - რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა ხაჩანოვის დამარცხებით და რამდენს მიიღებს, თუ კიდევ გაიმარჯვებს

AutoSharing Option
ინდიან უელსის მასტერსის 1/8-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუს კარენ ხაჩანოვს სძლია და კარიერაში პირველად გავიდა მასტერსის 1/4-ფინალში.

ეს გარჯა ქართველს კარგად დაუფასდება და მისი საბანკო ანგარიშიც საკმაოდ მსუყე თანხით შეივსება.

ნიკამ 175 000 დოლარი და 180 სარეიტინგო ქულა უკვე გამოიმუშავა, ეს ყველაფერი კი უკვე ცოცხალ რეიტინგზეც არის ასახული.

უკვე ცნობილია, რომ ორშაბათს, როდესაც ATP-ის ახალი რეიტინგი გამოქვეყნდება, ჩვენებური მინიმუმ 6 საფეხურით იქნება წინ წაწეული და 30-ე ადგილზე დამკვიდრდება.

თუ მან ხვალ ბერძენ სტეფანოს ციციპასს სძლია, დამატებით 180 ქულას კიდევ მიიღებს და ცოცხალ
რეიტინგს თუ ჩავხედავთ, დავინახავთ, რომ ის 1826 ქულას დააგროვებს, გადაასწრებს სწორედ კარენ ხაჩანოვს და 29-ე ადგილზე გადაინაცვლებს.

აქვე გეტყვით საპრიზო თანხას, თუ რამდენს მიიღებს ბასილაშვილი ციციპასის ძლევის შემთხვევაში. გამომუშავებულ 175 000 დოლარს კიდევ 160 000$ დაემატება და ჯამში 335 000$ გამოვა.
მკითხველის კომენტარები / 35 /
ნუ უთვლით რა ამ ბიჭს ყოველ გამომუშავებულ თანხას, ფეხბურთელებს დაუთვალეტ!
ვახ
16:03 14-10-2021
0
დიდი გამარჯვების დღეა დღეს ბასილ ნახევარფინალი უნდა დაიდოს
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული