ბასილაშვილმა კარგად დაწყებული ფინალი ბოლომდე ვერ მიიყვანა და სამწუხარო მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინდიან უელსის მასტერსის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (36) ბრიტანელ კამერონ ნორისთან (26) 6:3, 4:6, 1:6 დამარცხდა. მატჩი 1 საათი და 51 წუთი მიმდინარეობდა.

ბასილაშვილმა პირველი სეტი დამაჯერებლად მოიგო, მეორე სეტში 2:1 დაწინაურდა, ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ შემდეგ შეცდომების დაშვება დაიწყო და სამწუხაროდ, დამარცხდა.

ნიკოლოზმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, შემდეგ კი ამერიკელ კრისტოფერ იუბენქსს (194), ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს (48), კარენ ხაჩანოვს (რუსეთი, 29), ბერძენ სტეფანოს ციციპასს (3) და ამერიკელ ტეილორ ფრიცს (39) სძლია.

ბასილაშვილი პირველად გავიდა 1000-იანი მასტერსის ფინალში და ტურნირზე მისი
ასპარეზობა უდავოდ წარმარტებულად უნდა ჩაითვალოს. ნამატჩევს მან მეტოქეს გამარჯვება მიულოცა და თქვა, რომ მარტში დაბრუნდება.

მკითხველის კომენტარები / 20 /
აშკარად ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს ისე როგორც ყველა ქართველს. მკურნალობა ჭირდება
ასა
18 ოქტომბერი 2021 11:53
24
…ზუსტად რომ ფსქოლოგირი პრობლემები აღარ აქვს!!! რომ ჰქონდეს მასტერსის ფინალამდე ვერ მივიდოდა!!! გაიხსენეთ წინა შეხვედრები და ამაში დარწმუნდებით!!! გადამწყვეტ მომენტებში ნიკა იყო შეუდარებელი!!! ყველა გეიმპოინტი , სეტბოლი და მატჩპოინტი თავის სასარგებლოდ გადაწყვიტა!!! რეალობა ასეთია!!! აი ფიზიკურად გეთანხმებით, დაიღალა , იმიტომ, რომ მანამდე თრილერებში გაიმარჯვა, განსხვავებით ნორისგან!!!
დათო
18 ოქტომბერი 2021 12:12
1
… როდესაც ნიკა იგებდა, და მთელი საქართველო წერდა აღფრთოვანებულ კომენტარებს, თქვენ არ ჩანდით!!! ძალიან გაგეხარდათ ნიკას დამარცხება???!!! ფსიქოლოგდათნ უკვე გვიანია, ფსიქიატრთან ტერმინი არ იქნება ურიგო!!! ალბათ მოოსისინე ,,კამანდიდან” ხართ და როგორ შეურაცხოთ ნიკა იმაზე ფიქრობთ!!!
დათო
18 ოქტომბერი 2021 14:11
2
ამდენი არდასაშვები შეცდომა თანაც ფინალში......მეტოქემ მოიგო ნიკას აუტებითა და დასანანი შეცდომების ხარჯზე..უბრალოდ უკეთესი დეფენსივ თამაშით.
KOSTAKURTA
18 ოქტომბერი 2021 09:39
0
ჩოგბურთი არასოდეს მითამაშია, მაგრამ მაგიდის ჩოგბურთი ბევრჯერ მითამაშია და ცუდადაც არ ვთამაშობ, ცაცია ვარ და როცა ჩემგან მარჯვნივ მიაწვდიან "პადაჩას" მიჭირს მოგერიება, ნიკოლოზი და მარცხნივ უწვდიდა ძირითადად, არ გამოიყენა მოწინააღმდეგის სუსტი წერტილი, დასანანია
1212
18 ოქტომბერი 2021 11:54
12
საწმუხაროდ ფინალდა ცუდად მენიშნა ბასილას კომენტარი და მივხვდი დიდი შანსი იყო დასჯილიყო. არ ვიცი ეს როგორ დაემართა, მაგრამ ძალიან არაპროფესიონალირი განცხადება გააკეთა როდესაც მეტოქე არ დააფასასავით და თქვა, არ ვიცი რა უნდა დამიპირისპიროს თუ უკნიდან თამაში წამივიდაო. ეგ რომ წავიკითხე არ მენიშნა კარგად, წინასწარ დაქადნება
ფინალამდე წააგო უკვე
18 ოქტომბერი 2021 14:48
7
არ ვიცი რა მოხდა. ვერ ვიჯერებ.100 პროცენტიანი მოსაგები თამაში იყო. მგონი ნერვებმა უმტყუნა. აქ სხვა ახსნა არ არის, ნუ ფიზიკაც, დიდი ძალები შეალია გათამაშებას, მეტი, ვიდრე ნორიმ, თუმცა არ მას ყავდა იოლი მოწინააღმდეგეები. მაინც, უფრო პროფესიონალური ცივსისხლიანობა დააკლდა. მარტში ალბათ ამავე კორტზე დაბრუნება იგულისხმა, თორე ფორმაშია და ეხლა გაჩერება იქნება? პირიქით, არცერთი არ უნდა გამოტოვოს და კიდევ მოუმატებს. ცოტა ჩაწოდება რომ გამოაკეთოს, უძლიერესი იქნება და მეტი მოქნილობაა საჭირო. სწორედ ბევრი და ხშირი ტურნირი მოუტანს მას წარმატებას.
ლევან მაღლაკელიძე
18 ოქტომბერი 2021 19:15
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული