"განსაკუთრებული და სამაგალითო ხარ, საკუთარ თავს ბოლო ადგილზე აყენებ, მიყვარხარ" - შარლოტა ელენა ბასილაშვილს მიმართავს

AutoSharing Option
"ინდიან უელსის" მასტერსის ფინალში მარცხის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანელმა საცოლე შარლოტა ელენამ სოციალური ქსელის მეშვეობით გაამხნევა.

მან ქართველი ჩოგბურთელის შესახებ შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:

"არ შემიძლია ამაზე უფრო მეტად ამაყი ვიყო შენით... მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი საღამო ისე არ დასრულდა, როგორც გვინდოდა, შენ უნდა იამაყო შენი თავით! ძალიან მაგარი ხარ!

ვაღმერთებ იმას, რომ შენ ყოველთვის გჯერა, არასოდეს ნებდები და ყოველთვის პოზიტიურად ხარ განწყობილი და არასოდეს წყვეტ ბრძოლას.

შენ არ აძლევ უფლებას, რომ სხვების შეფასებებმა და კრიტიკამ შენზე გავლენა მოახდინოს. ვინც კი
მინახავს, ყოველდღე ყველაზე მეტს მუშაობ და შრომობ. ამას იმის გათვალისწინებით ვამბობ, რომ შენი ყველაზე კრიტიკული შემფასებელი და უმკაცრესი მწვრთნელი ვარ.

შენ შენი გარშემომყოფების ყოველთვის გაღიმებას ცდილობ და სულ ზრუნავ, რომ ვინც გიყვარს, კარგად იყვნენ და საკუთარ თავს ბოლო ადგილზე აყენებ.

შენ ხარ იმის ნათელი მაგალითი, რომ თავდადებული შრომა და თავმდაბლობა ყოველთვის ფასდება.

შენ სამაგალითო ხარ და მხოლოდ შენმა ახლობლებმა ვიცით, რამდენად განსაკუთრებული ხარ და რა დიდებული სული გაქვს და ამიტომაც მიყვარხარ", - წერს შარლოტა ელენა.
მკითხველის კომენტარები / 18 /
მიხარია, რომ ასეთი კარგი გოგონა შეხვდა ნიკას! წარმატებები თქვენ ცხოვრების გზაზე. ერთად და ერთმანეთის ნდობით ცხოვრება ადვილი ხდება! მთავარია, ყოველთვის ერთმანეთს უსმინოთ და პატივი სცეთ. Vელოდებით ბევრ გამარჯვებებს, Nიკოლოზ! ემიგრანტებს გულს გვითბობს თიტოეული შენი წარმატება. მხოლოდ შენთვის არ თამაშობ, გახსოვდეს!
nugo
30 ოქტომბერი 2021 23:26
0
აი, შეხვდა ნიკოს ნორმალური, მოსიყვარულე და კეთილშობილი გოგონა და წარმატებებზეც დაეტყო. ასეა, ქალი წაგაქცევს და ფეხზეც ის წამოგაყენებს. ბედნიერი კაცი ხარ ნიკუშ და წარმატებებს გისურვებ. შენი ქალბატონი კი ბარეორ ქართველსა სჯობს.
ლევან მაღლაკელიძე
20 ოქტომბერი 2021 18:42
3
Ra moigo da rac aravis mougia qartvels am sportshi da shen xom saertod. Isetma unda daceros ra mougiao rom tviton meti qondes gaketebuli. Sagol nika araushavs tu finalshi damarcxdi carmatebebi cinaa da tanac bevri mtavaria ishromo. Gverdit magari gogo gidgas ertad bevrs miagcevt.
Ucxo
20 ოქტომბერი 2021 08:16
0
გამაგებინეთ ერთი, რა მოიგო მაგ მამრმა ამ ტურნირზე?! თასი თუ ჩემპიონობა?
ბაია (ბაბუცა) პატარაია
20 ოქტომბერი 2021 02:42
87
ხალხის სიყვარული :)
ნუგზარი
20 ოქტომბერი 2021 20:46
1
800 000 დოლარამდე, პატარა ფულია?
Emre
20 ოქტომბერი 2021 10:50
3
ყველა გამოხმაურება
წრფელი სიყვარულია!!!წარმატებები....
ლეო
19 ოქტომბერი 2021 22:51
0
სასწაული გოგოა, სხვებისგან განსხვავებით ალიმენტებზე და გამორჩენაზე არ „ჩალიჩობს“.
კოლხი
19 ოქტომბერი 2021 18:23
2
გადქექეთ მთელი ინტერნეტი, ერთხელ მაინც რამე მსგავსი თუ წამოცდენია იმ ქალბატონს. მხოლოდ საკუთარი ფოტოსესიებისთვის იყენებდა სოცქსელებს. წარმატებულ ადამიანს გვერდით აუცილებლად სჭირდება ქალი, რომლის გულწრფელი სიყვარული ყოველდღიურად უღვივებს სტიმულს, აღაფრთოვანებს, მხოლოდ გასამარჯვებლად განაწყობს. ნიკას კარიერა ამის მაგალითია. მიხარია, რომ იპოვა თავისი მეორე ნახევარი. წარმატებები მშვენიერ წყვილს!
ქომაგი
19 ოქტომბერი 2021 16:52
8
ქმარს ასე უნდა მიმართო აბა ტიტველი კი არ უნდა გამოვარდე!!სულ ჯიბრით არც ახალგაზრად მამათილის არც დედამთილის არც მაძლის მოგერიდოს და ფული ფული იძახო. და გვერდში ყოფნისას სმორალურად კი არ უნდა გაანადგურე შენი ქართული აავყიობით რომ მთელმა ჩოგბურთის სამყარომ გაგიცნოს როგორც ქმრის დამანგერველი!! გაიგეე???ნუ რას ვადრი ეხლა ევროპელ ქალს ტიტონ სპორტსმენს რომელმაც იცის რა ჯაფაა ეს
---------
19 ოქტომბერი 2021 16:36
5
წარმატებები საამაყო ქართველს სპორტში და პირად ცხოვრებაში დიდი ბედნიერება. გვიყვარხარ ნიკა, მაგარი ხარ.
რეალისტი
19 ოქტომბერი 2021 15:23
1
აი, შენ ჩაქრიიიიი, ცუნცუუუულ)))))))))))
ბაბუცა დოროყაევა
19 ოქტომბერი 2021 15:08
54
ვერ გაიგო ხალხმა შენი ხუმრობა DD ისეა გამწარებული ამ ფემინისტკა დიქტატურით რფომ ხუმრობაც უკვე მართალი გონიათ და ამიტომ დაგიწერეს ამდენი დზლაიქი DD
ზურა222
21 ოქტომბერი 2021 04:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული