"სადმე შეიძლებოდა რომ შეშლოდა, ყველგან შეეშალა... რაც ყველაზე უპატიებელია, ცემდეს ჩოგნით საკუთარ ოჯახის წევრს..." - დოროყაშვილი ბასილაშვილის ვიდეოს ეხმაურება

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი დღეს "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება.

როგორც იცით, მმართველი პარტიის Facebook გვერდზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი არჩევნების მეორე ტურში თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეს მხარდაჭერას უცხადებს.

აღნიშნული დოროყაშვილს უყურადღებოდ არ დაუტოვებია და მან შემდეგი რამ დაწერა:

"ცხოვრება საინტერესოა... ადამიანებს გვაქვს გარკვეული ნორმები და წესები, რითაც ვარეგულირებთ ერთმანეთთან ურთიერთობებს, ვიცავთ ჩვენი და ჩვენი ოჯახის ინტერესებს, ასევე არის ნებისმიერი ორგანიზაცია თუ სახელმწიფო. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ როდის არის საუბრის დრო, როდის თავშეკავების და ზოგადად რა
როგორ ხდება ელემენტარული ნორმები.

მითუმეტეს როდესაც სახელმწიფო იძახის რომ მიდის ევროპისა და ამერიკისკენ, გვესაუბრება დასავლურ ღირებულებებზე, ამ დროს ზიმბაბვესავით არ უნდა მოქმედებდეს. ადამიანი ბრალდებულია მეტად სამარცხვინო საქმეებზე, ლაჩრულ და არაკაცურ ქმედებებში, ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო პროცესები მის წინააღმდეგ, თან 1 კი არა 4 სხვადასხვა დავა, მათ შორის, 1 ყოფილ ცოლთან და 2 საკუთარ ღვიძლ შვილთან, 6 წლის ბავშვთან.

ასეთ დროს ნებისმიერი პასუხისმგებლიანი სახელმწიფო მოხელეები და პარტიები ევროპასა და ამერიკაში ცდილობენ იყვნენ მეტად თავშეკავებულები და არ იყენებენ ბრალდებულებს 4 სხვადასხვა სასამართლო პროცესით სხვადასხვა მხარეებთან თავიანთ პიარ და საარჩევნო კამპანიაში. სულ რომ უყვარდეს ადამიანს ეგ სპორცმენი და გულშემატკივრობდეს ელემენტარულად თუ აზროვნებ კითხვები უნდა გაგიჩნდეს რომ რამდენად ცუდი ტიპია და რამდენად საეჭვოა მისი კეთილსინდისიერება როდესაც ადამიანს თუ კი სადმე შეიძლებოდა რომ შეშლოდა, ყველგან შეეშალა და სხვადასხვა ადამიანებთან, სულ სხვა ერთმანეთთან კავშირში არ მყოფ საქმეებზე აქ დავა.


ცოტა უფრო მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო ამ თემების განხილვისას, და არ მჯერა და მასეთი მიდგომები აქ ძალას კარგავს, 1 საქმის კარგი არ გჯერა, მაგრამ არაფრის არ მჯერა რას ნიშნავს?! ბრმა-ყრუობის ხანაა?! თუ მონობის პერიოდია რო ვინმესი ბრმად ირწმუნო და არფრის არ გჯეროდეს ვითომ ანგელოზია ამ დროს კი ის გარშემომყოფებს არასწორად ექცეოდეს, შეურაცყოფას აყენებდეს, უსამართლოდ მოქმედებდეს, არღვევდეს შეთანხმებებს და რაც ყველაზე უპატიებელია ცემდეს ჩოგნით საკუთარ ოჯახის წევრს.

შენ კი იდგე და გაიძახეე, იიიიი არ მჯერააააა……. ადამიანები ვიღებთ იმას რასაც ვიმსახურებთ ადრე თუ გვიან და ამიტომ მეტი გონიერებით და კეთილსინდისიერებით უნდა მოვეკიდოთ გარკვეულ საკითხებს ჩვენს გარშემო. არ ვიცი მე ესენი ევროპისკენ მიდიან თუ ზიმბამბვესკენ იმიტომ რომ ძალადობაში ბრალდებული ადამიანი, რომლის პროცესებიც მიმდინარეობს და 4 სხვადასხვა დავა აქ სხვადასხვა ადამინებთან ამჟამად, პიარ კამპანიაში ჩართეს და საარჩევნოდ იყენებენ….. ვინმეს ფეხი არ დაუცდეს და რამე არ მიქაროს, მითუმეტეს თუ საქმეში ჩახედული არ ხართ, ძალადობის კადრები არ გინახავთ….ცოცხები ცოცხებიო რო გაიძახით, ჩოგნები ჩოგნებიო უნდა გაძახებინოთ…… ჩამოყალიბდით ხალხო, დემოკრატია გინდათ და ევროპა თუ ძალადობაში და მონობაში ცხოვრება ზიმბამბვეს დონეზე…..", - წერს დოროყაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 43 /
ასეთი აგრესიული რომ იყოს ბასილა--დოროყაანთ ნელი ჩუმად იქნებოდა და არ ეცდებოდა ურთიერთობის გამწვავებას. სავარაუდოდ ყველაფერი პირიქითაა-რაც შეეძლო ბასილას წაართვა და ახლა, ყოველი ახალი პრიზის მიღებისას საშინელ სტრესს იღებს-იმიტომ რომ, ვეღარ ართმევს წილს ახალი შემოსავლებიდან.
ფერნანდო
30 ოქტომბერი 2021 23:01
8
ზმიბაბვეს რატო აბულინგებს ეს ქალი???ვაპროტესტებ,მორჩეს ზიმბაბვის დაბულინგება!!!!!
დავით
30 ოქტომბერი 2021 18:57
5
ამ ქალს რამდენადაც კარგი გარეგნობა აქვს,იმდენად ცუდი პიროვნება ყოფილა
სტატუს ქუო
30 ოქტომბერი 2021 16:42
11
პოლიტიკური შეხედულების ან მხარდაჭერის გამოხატვა ყველას უნდა შეეძლოს თავისუფლად, მთავარია შეურაცხყოფა არავის მიაყენოს. აქ უბრალოდ ერია რადიკალურად პოლარიზებული და უმეტესობა აგრესიულად იღებს თავისთვის მიუღებელ პოზიციას
mmm
30 ოქტომბერი 2021 13:42
0
აქაც წაგვკიდეს ერთმანეთს!
ირაკლი
30 ოქტომბერი 2021 11:06
4
ნიკს უფლება გაქვს დააფიქსირო შენი აზრი როგორც მოქალაქემ,ადამიანმა და აქ სპორტსმენობა რა შუაშია.გაიხარე
თბილისელი
30 ოქტომბერი 2021 10:04
20
დაასვენე და მოასვენე ის კაციიიი!!!!
ანა
30 ოქტომბერი 2021 09:57
6
ჟურნალისტებმა იქნებ ნელის თხოვოთ ამ ტექსტიდან, რაც სოციალურ ქსელში დაწერა ორი წინადადება გაიმეოროს და მერე დავიჯერებ რომ მისი დაწერილია :)))))))))))))
ნელიკოს
30 ოქტომბერი 2021 09:45
6
ნელი დოროყაშვილი მადლობა რომ არსებობ :))))))))))))
კონსტანტინე თავართქილაძე
30 ოქტომბერი 2021 09:43
44
კი, და მადლობა, რომ გვართობ. Mე პირადად ძალიან ვერთობი. აი, შენს შვილს რა დღეში აგდებ ამ შენი საქციელით, ეგ სხვა თემაა... ვაბშე გკიდია შვილი, ხომ?!
nina
30 ოქტომბერი 2021 23:19
2
ბასო საამაყო კაცი ხარ ძმაო, საქართველოს სახელი გაგაქვს საერთაშორისო ასპარეზზე, ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა შენნაირი სპორცმენით, მაგრამ შენ მაინც შენს მამულს არაფერი და არავინ ანაცვალე, წარმატებები ქართული დროშის ქვეშ!
lasha
30 ოქტომბერი 2021 08:54
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული