დიდი სანახაობა ფინალში - ნოლემ პარიზში მედვედევი დიდ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 7 ნოემბერს, პარიზის 1000-ქულიანი ტურნირის ფინალში ერთმანეთს ნოვაკ ჯოკოვიჩი (1) და დანილ მედვედევი (2) დაუპირისპირდნენ. შეხვედრა სერბის გამარჯვებით, 4:6 6:3 6:3 დასრულდა.

პირველი სეტი რუსი სპორტსმენის სასიკეთოდ წარიმართა, დანილმა ნოვაკის მოწოდების მოგება 1-ელ და მე-7 გეიმებში მოახერხა და სეტიც თავის სასიკეთოდ, 6:4 დაასრულა.

მე-2 სეტში სერბი ათამაშდა, მე-4 გეიმში შესრულებული ბრეიკის შემდეგ კი ჩამორჩენა აღმოფხვრა.

საქმე მე-3, გადამწყვეტ სეტამდე მივიდა, სადაც მე-5 გეიმიდან მოყოლებული, ყველაფერი თავდაყირა დადგა. მედვედევმა მე-5, მე-7 და მე-9 გეიმებში საკუთარი ჩაწოდება დათმო და საბოლოოდ, დისაიდერშიც 6:3
დამარცხდა.

ამრიგად, ნოვაკმა რეკორდული, 37-ე მასტერსი მოიგო, რითაც რაფაელ ნადალს გადაუსწრო და ერთპიროვნული ლიდერობა დაიმკვიდრა. მან 336 000 ევრო, მევდედევმა კი 186 000 ევრო გამოიმუშავა.

რაც შეეხება უშუალოდ ამ ტურნირს, სერბმა პარიზის მასტერსზე მე-5 გამარჯვება იზეიმა (2013, 2014, 2015, 2019, 2021).

ამ ტურნირზევე ნოლემ კიდევ ერთი რეკორდი დაამხო - ნახევარფინალის შემდეგ უკვე ცნობილი იყო, რომ სერბი 2021 წელს 1-ელ ადგილზე დაასრულებდა მეშვიდედ დაასრულებდა, რაც აბსოლუტური რეკორდია, აქამდე კი ჯოკოვიჩი ლეგენდარულ პიტ სამპრასთან ერთად ლიდერობდა.




მკითხველის კომენტარები / 1 /
ნუ რა უნდა ვთქვა ახალი , ეს ადამიანი ცოცხალი ლეგენდაა უკვე და ალბათ ყველაზე პოზიტიური სპორსტმენი , ჩოგბურთელი ნამდვილად არის . ერთი სიამოვნებაა მისი შეხვედრების ყურება , გულშემატკივარსაც ძალიან უყვარს ფაქტია , თუმცა ჩემთვის პირველი მაინც ბასილაა , და ოდესმე ალბათ ჩვენც ვიზეიმებთ მასტერსის მოგებას , უნდა მოიგოს და ინდიან უელსი დაგვავიწყოს და თვითონაც დაივიწყოს .
ATP 16
12:18 08-11-2021
1

სიახლეები პოპულარული