ნოვაკ ჯოკოვიჩის მამის განცხადებით, ავსტრალიის სასაზღვრო სამსახურმა სერბი ადვოკატების ოფისში კიდევ ერთხელ დააკავა.
შეგახსენებთ, დღეს, 10 იანვარს, ნოვაკი ავსტრალიის სასამართლომ ვიზის გაუქმების საქმეზე გაამართლა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ლეგენდარული ჩოგბურთელის დეპორტაცია მაინც შესაძლებელია.
აღსანიშნავია, რომ სულ რამდენიმე საათის წინ უცხოურ მედიაში დაიწერა, რომ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობას მიიღებდა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით