სამწუხაროდ, მძიმე ბრძოლაში ნიკოლოზი ყოფილ 1-ელ ნომერთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 12 იანვარს, სიდნეის 250-ქულიანი ტურნირის 1/8-ფინალურ ეტაპზე, ნიკოლოზ ბასილაშვილი ენდი მარისთან მძიმე ბრძოლაში 7:6 6:7 3:6 დამარცხდა.

სპორტსმენებმა პირველ სეტში ბრეიკები გაცვალეს, ტაიბრეიკზე კი ნიკა უკეთ გამოიყურებოდა და 7:4-იც იმარჯვა.

მეორე სეტიც იმავე სცენარით წარიმართა, მე-13 გეიმში კი გამოცდილმა ბრიტანელმა 7:3 მოიგო და საქმე დისაიდერში გადავიდა, სადაც ენდიმ ნიკოლოზის ჩაწოდება მე-2 გეიმში მოიგო და მიღებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა.

ამრიგად, ბასილა სიდნეის ტურნირს ნაადრევად ემშვიდობება და უკვე ავსტრალიის ღია პირველობაზე გადაერთვება. შეგახსენებთ, დიდი სლემის ტურნირი 17 იანვარს იწყება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
"ყოფილი 1-ლი" რეიტინგში დღეს 135-ე ადგილზეა!!!
!!!
14 იანვარი 2022 15:00
0
…ძალიან სამწუხაროა!!! ნიკა ყველა კომპონენტში სჯობდა მარის!!! რა ბექჰენდები აკეთა, მარი ცოფებს ყრიდა!!! მეორე სეტში თითქმი მოგებული გეიმი დათმო, და შემდეგ გეიმში უკუბრეიკის კარგი შანსი ვერ გამოიყენა!!! მე მომეწონა ნიკას თამაში და წარმატებას ვუსურვებ!!! დღეს მარიმ გოფენს, რომელმაც პირველი სეტის შემდეგ აღარ გააგრძელა შეხვედრა, მოუგო!!! აი ასეთი ძაღლის ბედი აქვს ამ შოტლანდიელს!!!
დათო
13 იანვარი 2022 12:32
0
Mtavaria kaladzem moigos archevnebi
Mandela
13 იანვარი 2022 05:56
6
მიუხედავად მარცხისა, მაინც ბრავო ნიკოლოზ. მთავარია კონკურენტუნარიანი ხარ და იოლი გასეირნება არავის ელოდება შენთან. წარმატებები ავსტრალიის ღია პირველობისთვის ბროლაში.
Nikolas
12 იანვარი 2022 23:55
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული