ჯოკოვიჩი სასამართლოს გადაწყვეტილებას ემორჩილება - ჩემპიონატში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს

AutoSharing Option
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ფედერალურ სასამართლოში აპელაციის შემდეგ სასამართლო დავა წააგო. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯოკოვიჩის სარჩელი ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრის გადაწყვეტილების წინააღმდეგ უარყვეს.

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ავსტრალიას ტოვებს. ჩოგბურთელმა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებასთან ითანამშრომლებს ქვეყნის დატოვების პროცესში და ღია ჩემპიონატში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

მთავარმა მოსამართლემ ჯეიმს ალსოპმა გამოაცხადა, რომ სასამართლომ ერთხმად არ დააკმაყოფილა ჯოკოვიჩის განაცხადი და ძალაში დატოვა იმიგრაციის მინისტრის გადაწყვეტილება. მისი თქმით, სასამართლოს ფუნქცია გადაწყვეტილების შინაარსობრივი მხარის გადახედვა არ არის.

,,ჩვენ განვიხილავდით იმას, ხომ არ
იყო გადაწყვეტილება ირაციონალური ან სამართლებრივად და იურიდიულად არაგონივრული“, - აღნიშნა მოსამართლემ და დასძინა, რომ ჩოგბურთელს სააპლიკაციო ხარჯების დაფარვა მოუწევდა.

ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრმა, ალექს ჰოუკმა, პირადი უფლებამოსილება გამოიყენა და ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმა. ჯოკოვიჩის ადვოკატებმა გადაწყვეტილებას "ალოგიკური, ირაციონალური ან არაგონივრული" უწოდეს.

შეგახსენებთ, სერბ ჩოგბურთელს ნოვაკ ჯოკოვიჩს, რომელიც 5 იანვარს ავსტრალიაში ღია ჩემპიონატზე დასასწრებად ჩავიდა, ავსტრალიის საზღვარზე ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის არქონის გამო, ვიზა გაუუქმეს. რამდენიმე დღის წინ ავსტრალიის სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად მიიჩნია და სპორტსმენის საიმიგრაციო პატიმრობიდან გათავისუფლების განკარგულება გასცა. ნოვაკ ჯოკოვიჩი ე.წ. სამთავრობო დაკავების სასტუმროდან გაათავისუფლეს, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის იმიგრაციის მინისტრს უფლება ჰქონდა, პირადი უფლებამოსილება გამოეყენებინა და სპორტსმენისთვის ვიზა ხელახლა გაეუქმებინა.

interpressnews

altჯოკოვიჩი ისევ სასამართლოს მიმართავს? - მეორედ გაუქმებული ვიზა

alt"უკეთესი იქნება, თუ არ ითამაშებს..." - ნადალმა ესპანურ რადიოში ჯოკოვიჩის სასამართლო პროცესზე ისაუბრა

altნოვაკ ჯოკოვიჩი დააკავეს


მკითხველის კომენტარები / 8 /
უფრო ნადალის გულშემატკივარი ვიყავი მაგრამ ამ ამბის შემდეგ მოკლედ ვგულშემატკივრობ! 9-ჯერ თქვენი აბორიგენი...
კახა
17 იანვარი 2022 02:13
1
გულივერი და ლილიპუტები. სუფთა
Sheriff.
16 იანვარი 2022 21:59
1
პოლიტიკა სპორტში რომ ერევა აი ეგ დამპლობაა ეს არ უნდათ 21ე გრენდსლემი მოაგებინონ თან ნომერ 1ია რეიტინგში და მაგასაც დააკარგვინებენ ეხლა. ბრძოლა წესების გარეშე. ყველანაირად უკანონო და არასპორტული არასწორი ქმედება. სპორტული თვალსაზრისით სპორტს კლავენ, ეს იგივეა რაც ფეხბურთი მესის გარეშე კალათბურთი ლებრონ ჯეიმსის გარეშე და სირბილი უსაინ ბოლტის გარეშე დღეს. და რისთვის, დოქტორი პროფესორი კაცი უფლებას აძლევს და ღორიშვილი დიქტატორი პოლიტიკოსები უუქმებენ ბრალს ვერ უმტკიცებენ თან
ბრძოლა წესების გარეშე.
16 იანვარი 2022 21:28
1
რა მიზეზით რა პრინციპით დაბლოკეს კაცმა მოუგო სასამართლო დაახურა თავზე ყველაფერი იგივე საკითხში, კანონი აღარ არსებობს რასაც უნდათ იმას აკეთებენ ცოფიანი პარაზიტები ესენი დეგენერატობის და უკანონობის პიკი
პროვინციული გესტაპოს ზონა
16 იანვარი 2022 21:05
1
რასაც ეძებდა იპოვა.
გიორგი
16 იანვარი 2022 14:37
18
დაახლოებით მაინც თუ იცი რა ხდება ავსტრალიაში? ჯოკოვიჩს კოვიდი გადატანილი აქვს, პისიარი უარყოფითი ჰქონდა, პირველმა მოსამართლემაც გაამართლა. მერე მაფია ჩაერთო და გამოაძევეს.
გიორგი
16 იანვარი 2022 22:26
2
ძალიან კარგი! რა ეგონა აბა, ჯოკოვიჩი ვარ და კანონზე მაღლა ვდგავარო? ჩვეულებრივი ადამიანია ისიც და პრივილიგირებული არც უნდა ყოფილიყო!...
ბექა
16 იანვარი 2022 14:25
21
რა კანონზე? ჯოკოვიჩს ყველა საბუთი წესრიგში აქვს.
გიორგი
16 იანვარი 2022 16:35
3

სიახლეები პოპულარული