მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.
ის მხარდაჭერისთვის მადლობას იხდის და ამბობს, რომ მის თავზე გადატანილი ტრაგედია მაგალითი უნდა იყოს.
"უამრავი მესიჯი მივიღე პირადში. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ვცდილობ, ყველას გიპასუხოთ. უდიდეს სითბოს ვგრძნობ თქვენგან, რაც მე მაძლიერებს.
ძალიან დიდი ტრაგედია გადავიტანე. ძალიან ბევრი წელი ვიტანჯებოდი. ძალიან კარგად ვიცი, რამდენი ქალია ჩვენს ქვეყანაში ასეთ მდგომარეობაში ახლა. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ყველა ის ქალი, ბავშვი და გავუკვალოთ მომავალი მათ. მე მჯერა, რომ ჩემს თავზე გადატანილი ტრაგედია
იქნება მაგალითი. ჩვენ ერთად შევძლებთ, რომ წელში გადავტეხოთ საქართველოში ქალის (ბავშვის) (ადამიანის) ჩაგვრა! დისკრიმინაცია! ძალადობა!
ჩვენ უნდა ვუშველოთ და დავეხმაროთ ამ ქალებს! უნდა გავათავისუფლოთ! გვახსოვდეს, ისინი დღეს ისევ იტანჯებიან, ცხოვრობენ ტყვეობაში და ეშინიათ, რომ არ დაუჯერებენ", - წერს ნეკა დოროყაშვილი.