სკანდალი. ლაპორტამ გაამხილა, რას პატიობს ნადალს - "ბარსას" ვიცე-პრეზიდენტს გადადგომა მოუწია

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კომენტარი გააკეთა კლუბის ფონდის ვიცე-პრეზიდენტ ალფონს გოდალის გადადგომაზე, რომელმაც თქვა, რომ რაფაელ ნადალი, "რეალი", ესპანეთის ნაკრები და ფერნანდო ალონსო მტერი სახელმწიფოს წარმომადგენლები არიან.

"ალფონს გოდალი თავისი სურვილით გადადგა, რადგან მეცენატების, ინვესტორებისა და სპონსორების მხრიდან მის მიერ სოციულარ ქსელში გავრცელებულ პოსტს უკმაყოფილება მოჰყვა. გოდალმა გადაწყვიტა, რომ არ სურდა ფონდისთვის ზიანი მიეყენებინა და თავისი ნებით წავიდა. მისი გადაწყვეტილება პატივისცემით იქნა მიღებული და ამით ყველაფერი დასრულდა.

ჩვენ რაფა ნადალს ვულოცავდით სპორტულ წარმატებებს და ყოველთვის ვაღიარებდით დიდ სპორტსმენად. რაფა დიადი
ადამიანია, სამწუხაროა, რომ "ბარსადან" არაა, მაგრამ ვპატიობთ, რამეთუ თავისი თამაშით სიამოვნებას გვანიჭებს", - ციტირებს ლაპორტას "მუნდო დეპორტივო".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლაპორტა, შე აფერისტო! შენს ნათქვამს, 00-ს ფასი აქვს.
fui.
11:28 04-02-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული