"მოგეთხოვებათ პასუხი ჩემი დისკრედიტაციისთვის..." - ვის მიმართავს ნიკოლოზ ბასილაშვილი

AutoSharing Option
"TV პირველი" ტელევიზიის ჟურნალისტისა და ნიკა ბასილაშვილის საუბრის "სქრინებს" ავრცელებს. როგორც ტელევიზიის საიტი იუწყება, გარიგებულ მატჩთან დაკავშირებით, ინფორმაციის გადასამოწმებლად "პირველების" ჟურნალისტი კავშირზე ნიკოლოზ ბასილაშვილთან გავიდა, თუმცა ნომერ პირველმა ჩოგანმა "ტვ პირველი" მისი დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა.
"რომელი TV პირველი? სამარცხვინო ტელევიზია რომ არის? შეკვეთილ სტატიებზე რომ მუშაობს? თქვენ ხომ უკვე დადეთ ეგ სტატია?

ვიცი, რომ თქვენ ძალიან გინდათ ჩემი დისკვალიფიკაცია, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება. თქვენ კიდევ ძალიან მალე მოგეთხოვებათ პასუხი ჩემი დისკრედიტაციისთვის.

ყველაფერს თავისი დრო აქვს... თქვენს უფროსს
გადაეცით დიდი მადლობა ასეთი მოტივაციისთვის!

ჰოდა, ახლა შეკერეთ კარგად, რომ დისკრედიტირებული ეთერი გამიკეთოთ... თქვენ ახლაც და მომავალშიც ირონიული ტონისა და ლაპარაკის მეტს ვერაფერს მოისმენთ".

წყარო: ტელეკომპანია პირველი
მკითხველის კომენტარები / 28 /
…იმერი-მუზეტის შეხვედრა გაუქმდა!!! მიზეზი ხომ არ იცით!!!
დათო
17:49 15-02-2022
2
Deputatobistvis ukve daicko momzadeba
Gagal
10:19 15-02-2022
50
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული