ბასილაშვილი ყატარის ღია პირველობის მეოთხედფინალში გავიდა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილმა (22) დოჰაში, ყატარის ღია პირველობაზე, ტიტულის დაცვა წარმატებით დაიწყო.

მესამე ნომრად განთესილი ბასილაშვილი პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორე წრეში კი შვედ ელიას იმერს (138) ორ საათსა და 3 წუთში 6:4, 7:5 სძლია.

საქართველოს პირველმა ჩოგანმა წელს ზედიზედ ექვსი წაგების შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ნიკოლოზი მეოთხედფინალში უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს (36) დაუპირისპირდება, რომელმაც სამხრეთკორეელი კვონ სუნ-ვუ (55) სამ სეტში დაამარცხა.

ბასილაშვილი ფუჩოვიჩს ATP-ის ტურნირებზე 7-ჯერ შეხვდა და 3-ჯერ დაამარცხა.

შეგახსენებთ, ამავე ტურნირზე ბასილაშვილი ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინასთან ერთად წყვილთა თანრიგში
გავიდა
1/4-ფინალში.

მკითხველის კომენტარები / 10 /
მავანი მპასუხობს-ატა-ბატად და ულოღიკოდ.თავდაპირველად ვივარარაუდე ნიკას ჩოგოგბურთისადმი გულაცრუების ნიშნები გაპარლამენტარებული რაგბისტ-ფეხბურთელ-კალათბურთელთა ფონზე და ძალიან მეწყინა.მალევე გავიგე,რომ სერიოზული ვარჯიში განაახლა და დოჰაშიც ჩავიდა.ძალიან გამიხარდა,რადგან ის მსოფლიო ექსტრა კლასის ვარსკვლავად მიმაჩნია და ვფიქრობ-შესაძლებლობებს სათანადოდ არ/ვერ იყენებს.ჩემი ორივე თქვენგანციტირებული სტატუსი ყურადღებით და მიუკერძოებლად წაგეკითხათ მიკერძოებულად არ მიუდგებოდით.ეს თქვენთვისაც კარგი იქნებოდა და ნიკასთვისაც.რაც შეეხება ჩემს სექტანტობას და მითიურ კერპს-თქვენს ნამუსზე იყოს.ნებისმიერი ქართველი,რომელიც ვინმეს კერპად ჩათვლის და როგორც თქვენ უწოდებთ ,,სექტანტი,, გახდებოდა, მარტო არ დარჩებოდა და სექტანტთა არმიით კერპს აქამდეც დაიხსნიდა.თავადაც ხედავთ,რომ ოდნავ მიმსგავსებულიც კი არ ხდება და არც მოხდება.თქვენ ვისაც ასე უწოდებთ განათლებული ინტელიგენცია ჰქვია ყველგან,დედამიწის ზურგზე.აი,თქვენ კი ეცადეთ პოლიტიკა გეპოვნათ იქ-სადაც მარტივი გულშემატკივრობა და კეთილი სურვილებია.დღეს ნიკა ფუჩოვიჩს ხვდება და მოდი წარმატება ვუსურვოთ.ნიკა ათეულში რომ შევა-ეჭვიც არ მეპარება.შემომიერთდით და ერთად ვუგულშემატკივროთ. ეულში
giorgi janikashvili
12:34 17-02-2022
5
ყატარი უხდება ბასილას.DDD ხომ არ გადასახლდებოდა ქალზე ძალადობისთვისაც ყატარში არავინ გააკრიტიკებს, პირიქით შეაქებენ კიდეც.DDDD ვხუმრობ რა თქმა უნდა არ მჯერა ნიკას მოძალადეობა.
ეეე
10:51 17-02-2022
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული