სუპერამბავი, სამწუხაროდ, ვერ გამოდგა სუპერი - ბასილაშვილი დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიკოლოზ ბასილაშვილმა (19), როგორც ჩანს, დოჰას ტურნირის შემდეგ ძალების აღდგენა ვერ მოახერხა და სამი დღის მერე დუბაის ტურნირის 1/16-ფინალში ავსტრალიელ ალექსეი პოპირინთან (66) 1 საათში უშანსოდ დამარცხდა - 2:6, 3:6.

შეგახსენებთ, ბასილაშვილი პირველ წრეში პლანეტის მე-9 ნომერ ფელიქს-ოჟე ალიასიმს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა კანადელმა დუბაიში ჩასვლაზე უარი განაცხადა და მის ნაცვლად იღბლიანი დამარცხებულის სტატუსით პოპირინმა ითამაშა.

დოჰას ტურნირის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტთან (16) დამარცხდა.

ნიკოლოზმა "ინსტაგრამზე" დაწერა, რომ ავად იყო, სათამაშოდ 100%-ით ვერ მოემზადა, მაგრამ იმედია, გამოჯანმრთელდება და ინდიან
უელსის მასტერსისთვის მზად იქნება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
… ახლა რა ვქნათ!!! ატპ 130 ვესელმა დაამარცხა ატპ 1 ჯიკოვიჩი!!! ანუ ნოვაკი არის უთავმოყვრე , არ არის თავის ქვეყნის დესპანი???!!! თუ გაყიდა თამაში!!!??? თუ რომელიმე სერბი დაწერს , რომ დროს, ჯანმრთელობას და ფულს ვკარგავ გულშემატკივრობაშიო???!!! ამიტიმ ყველამ , რაც ნიკაზე ცუდი დაწერეთ ერთი ადგილი დააყენეთ, ბოდიში მოიხადეთ და ჩოგბურთზე ხმა აღარ ამოიღოთ!!! თქვენ მხოლოდ “ შჩოტებს” უყურებთ და ენა ყავარზე გაქვთ გაგდებული!!! ჩოგბურთის აზრზე არ ხართ ვინც წერთ და ვინც ამათ ეთანხმებით!!! მაქსიმუმ დომინოს მიაწექით!!!!
დათო
24 თებერვალი 2022 21:20
0
კორტზე შენი ქვეკნის დესპანი უნდა იQო. ასე თამაში უპატივცემლობაა გულშემატკივრების მიმართ. მე დროს, ფულს და ჯამრტელობას ვკარგავ გულშემატკივრობაში. შენი კი გლახაობ. ეს, როგორ?!
mamuka
22 თებერვალი 2022 22:57
26
ხოდა აღარ ითამაშო და ფულს აღარ დაკარგავ, ასე მარტივად
dato
23 თებერვალი 2022 00:54
2
გაყიდულია
Temo
22 თებერვალი 2022 22:47
20
კაი რა, ეს უკვე უთავმოყვარეობაა
რრრ
22 თებერვალი 2022 21:59
17
….ქვემოთ ვწერდი ვესელიზე!!! დღეს ატპ130. ესელიმ, მოუგო ატპ15 ბაუტისტა აგუტს ორ სეტში!!! გადაიღალა ნიკაც და აგუტიც!!! ოჯე რატომ არ შეხვდა ნიკას???!!! იმიტომ ,რომ მარსელის ფინალის შემდეგ, ( წააგო რუბლიოვთან) დაღლილობის გამო უარი თქვა დუბაიზე!!! ნიკა რობოტი არ არის, ადამიანია, რომელიც ზოგჯერ იღლება და სათანადო აღდგენაც სჭირდება!!! ნუ აკეთებთ მცდარ დასკვნებს!!!
დათო
23 თებერვალი 2022 21:33
0
… ეს არის ჩოგბურთი!!! აგერ კარაცევი მაკდონალდმა გამოაგდპ, ჩილიჩი ვესელიმ და ა. შ.!!! ლეგეჩკა გაგიგიათ, მეც პირველად გავიგე და ნახეთ რეები აკეთა!!!! ჩოგბურთელი თითოეული მატჩისთვის მაქსიმალურად უნდა მოემზადო, ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და ამის მაგივრად ბიჭი სულ სტრესშია!!! იქით ექსი და სასტავი , აქეთ ვიღაც რუსი, ყვითელი პრესა -“ თამაშებს ყიდიდაო, ეს ნორმალურია , თუ ქვა უნდა ყო ადამინი , რომ არაფერმა იმოქმედოს უარყოფითად!!! მთლიან ატპ ტურს ადევნეთ თვლი და საინტერესო ფაქტებს აღმოაჩენთ!!!! ელემენტარულს გეტყვით, ნიკა ატპ19 ამჟამად, დღეს დაბადების დღე აქვს და სრავის გახსენებია!!!! ვულოცავ და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ!!! კაცი არის გმირი, ქართული ჩოგბურთი მსოფლიო ორბიტაზე გაიყვანა და საქართველო, როგორც ქვეყანა მილიონობით ადამიანს გააცნო!!!
დათო
23 თებერვალი 2022 17:37
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული